მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავს

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 11:13

მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლას უახლოესი პერიოდისთვის გეგმავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში მისვლას და ანგარიშის წარდგენას გეგმავს. როგორც მინდია ჯანელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა , საკანონმდებლო ორგანოში მისვლას გეგმავს არა იმიტომ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ.
“მე ვგეგმავ პარლამენტში მისვლას არა იმიტომ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, ანგარიშვალდებულია პარლამენტის მიმართ. როგორც მინისტრს, მიმაჩნია, რომ პერიოდულად უნდა ხდებოდეს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგება”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრს პარლემენტში მისვლის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
კითხვაზე, როგორი იქნება ფორმატი, ჯანელიძე ვარაუდობს, რომ უფრო საუბარია კომიტეტის წინაშე გამოსვლაზე. კითხვაზე, დაწყებულია თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები დაწყებულია.

news
ავტ.: news მარტი 30, 2015 11:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,450
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics