მინდია ჯანელიძე: თავდაცვის უწყების მხრიდან სამომავლო გეგმების გადახედვა მოხდება

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 14:29

მინდია ჯანელიძე: თავდაცვის უწყების მხრიდან სამომავლო გეგმების გადახედვა მოხდება

თავდაცვის უწყების მხრიდან სამომავლო გეგმების გადახედვა მოხდება და საჭიროების შემთხვევაში მასში სათანადო ცვლილებები შევა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაში იმყოფება. მისივე განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმის და კოორდინაციის წესის შესაბამისად მოხდება დოკუმენტის განახლება და ახალი დოკუმენტის მიღება. მინდია ჯანელიძემ ამ კანონის მიღებისთვის პარლამენტს მადლობა გადაუხადა.
“დასრულების სტადიაშია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭო. მინდა მადლობა მოგიხადოთ ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის და კოორდინაციის წესის მხარდაჭერისთვის. ამ კანონის რეგულაციის შესაბამისად მოხდება დოკუმენტის განახლება, ახალი დოკუმენტის მიღება და შესაბამისად თავდაცვის უწყების მხრიდან მოხდება სამომავლო გეგმების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მასში სათანადო ცვლილების შეტანა”, – განაცხადა ჯანელიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 14:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics