“მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 25, 2015 15:40

“მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დავით სერგეენკოს მიერ 2014 წლის დეკემბერში შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ, ათასობით ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე და მათ შორის არიან მარტოხელა მოხუცები და პენსიონრები.
„მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ყოველთვიურად ათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.
დავით სერგეენკოს მიერ 2014 წლის დეკემბერში შემოღებულმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალმა მეთოდოლოგიამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 40,000 ადამიანი დატოვა შემწეობის გარეშე. მათგან 11,000 პენსიონერია, უმეტესად მარტოხელა მოხუცები.
ამით მთავრობა თვეში 2 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.
ათი ათასობით ადამინისთვის საარსებო შემწეობის მოხსნის ფონზე ცინიკურად გამოიყურება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დენის ტარიფის ნამატს სახელმწიფო დაუფარავს.
რა ქნან იმ ადამიანებმა ვინც, სერგეენკოს მიერ შემოღებული არსწორი მეთოდოლოგიის გამო მაღალი ქულები მოუვიდათ და საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენენ?
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღეს აძლევს პრემიერ ღარიბაშვილს, მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა და მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 25, 2015 15:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics