მილანში არეულობას ებრძვიან

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 2, 2015 14:32

მილანში არეულობას ებრძვიან

მნიშვნელოვანი

  • იტალიური Corriere della Sera-ს ცნობით, გუშინ 1 მაისს მანიფესტაციაზე დაწყებულ არეულობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე გარკვეულ ადგილებში გრძელდება, ქალაქის პრეფექტურა საგანგებო შეკრებას აწყობს და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.

სხვა სტატიები

იტალიური Corriere della Sera-ს ცნობით, გუშინ 1 მაისს მანიფესტაციაზე დაწყებულ არეულობებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე გარკვეულ ადგილებში გრძელდება, ქალაქის პრეფექტურა საგანგებო შეკრებას აწყობს და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
გუშინ მილანში მემარცხენე აქტივისტების მიერ 1 მაისის თარიღთან დაკავშირებული მანიფესტაცია არეულობაში და პოლიციასთან შეტაკებებში გადიზარდა… მანიფესტანტებმა ქვები და პეტარდები დაუშინეს პოლიციას და მაღაზიების ვიტრინებს… მოაწყვეს ბარიკადები და გააჩაღეს კოცონი…
არეულობების დროს დაშავდა თერთმეტი პოლიციელი და რამდენიმე მომიტინგე…
იტალიური მედიის ცნობით, ამ დროისთვის სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულია არეულობის მომწყობთაგან მხოლოდ 5 ადამიანი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 2, 2015 14:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics