„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 25, 2015 21:52

„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”

მნიშვნელოვანი

  • „მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”

სხვა სტატიები

„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, „მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”
საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი ვითარება, რომელიც მეტწილად გაუფასურებულ ლარს და ინვესტიციების კლებას უკავშირდება, კვლავ აქტუალური განხილვის თემაა. საზოგადოების აზრი ძირითადად ორად იყოფა – ერთნი ეროვნული ბანკის და საგარეო ფაქტორების როლს გამოკვეთენ, ხოლო მეორე მხარე ძირითადად მთავრობის ბრალეულობას ხედავს, არა მარტო გაუფასურებულ ლართან, არამედ სხვა ეკონომიკურ მოვლენებთან მიმართებაშიც. ქვეყანაში კრიზისია და ამას თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძეც არ უარყოფს. ლარის კურსის გაუფასურებამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს, დღეს ეკონომიკური გუნდის გადადგომის მოთხოვნით ორი სხვადასხვა აქცია გაიმართა. მოთხოვნა კი ერთი იყო-აქციის მონაწილენი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას და ეკონომიკური გუნდის გადადგომას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია დანიშნულია ხვალაც, 26 თებერვალს, 9 საათზე ფინანსთა სამინისტროსთან. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები აქციას „შემოულაწუნე“-ს მართავენ.
-„ხადურის ადგილი არ არის საქართველო მთავრობაში… მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე არ ვაპირებ საკუთარი ჯიბიდან ფუფუნება დავუფინანსო არაადექკვატურ მინისტრს, რომელიც სრულიად საქართველოს დასცინის !!!
მე მას ვუკრძალავ საქმიანობის უფლებას !
ის კაბინეტში ვერ შევა !
შემოგვიერთდით !“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”

ეკონომიკური გუნდის გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავს პრეზიდენტი და ამბობს, რომ ეკონომიკურ გუნდს დრო დაახლოებით 5 მარტამდე უნდა მიეცეს, რადგან 4 მარტს სავალუტო ფონდის მისია ასრულებს თავის მუშაობას სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით.

„მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე დრო უნდა მივცეთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინონ საზოგადოებას თავიანთი ხედვა. ვფიქრობ, ეს არის 5 მარტის არეალში, რადგან სავალუტო ფონდის მისია მიდის 4 მარტს, რომელთანაც ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ გეგმას სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით მოკლე და საშუალო ვადიან ქმედებებზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეკონომიკურ გუნდს უნდა მივცეთ დრო, რომ ეს მისია დასრულდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მაინც ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გრძელდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით.
„ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება შედარებით დაბალი ტემპით. ამიტომ, ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ გვაქვს. რაც შეეხება სავალუტო კრიზისს, იმედი მაქვს და ყველაფერი აჩვენებს, რომ ის ძალიან მალე იქნება დაბალანსებული“-აცხადებს ხადური.
ფაქტი ერთია, უნდა მოხდეს სტაბილიზება, სტაბილიზაცია კი მოხდება ერთადერთ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები იქნება. ვალუტის ძირითადი წყარო უნდა იყოს ექსპორტი, არადა ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა ჩამოკიდებული. მაშინ სად არის გამოსავალი?

დემურ გიორხელიძის განცხადებით „გამოსავალი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაშია, რომელიც შეგიძლია შესთავაზო გარე სამყაროს და მიიღო შემოსავალი”.

„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”

-„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”. დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება სწრაფად შეიძლება გადამამუშავებელი მრეწველობის საშუალებით, რისი რესურსიც ქვეყანას აქვს, მაგრამ მისივე თქმით სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაკავებულის შპს-ების შექმნით და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის კონცეფციის გამოქვეყნების შემდეგ უჩნდება აზრი, რომ ამ ხალხმა საერთოდ არ იცის როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, თუ არ აწყობ მექანიზმს, რომელიც იმუშავებს, თითოეული გადაწყვეტილება იქნება ჰაერში გასროლილი. ეს ემართება საქართველოს მტავრობას, იგი იღებს ხალკეულ ღონისძიებებს, რაც არ ცვლის სიტუაციას, იმიტომ რომ სისტემა, რომელიც უნდა მუშაობდეს არის მონგრეული, საბაზრო ეკონომიკა კი უბრალოდ არ მუშაობს“-ამბობს გიორხელიძე.
დღეს კი ლარი დღითიდღე უფასურდება, ეროვნული ბანკი კი ვითარებას აკვირდება. ეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს. ვნახოთ, რა იქნება ხვალ…

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 25, 2015 21:52