„მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება,“ – მმართველი გუნდი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს

news
ავტ.: news მაისი 4, 2015 13:03

„მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება,“ – მმართველი გუნდი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა არ შეიცვლება. განცხადებები ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ პარასკევს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა არ შეიცვლება. განცხადებები ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, უკვე დასრულებულია მთავრობის ფორმირების პროცესი და პრეზიდენტისთვის გადაგზავნილი სიის შეცვლა არ იგეგმება.

„არ მგონია, რაიმე ცვლილებები მოხდეს. რა შემადგენლობაც იყო ის იქნება. ველოდებით პრეზიდენტს,“ – განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართება, სწორედ ამ სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როდის ჩატარდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა.

“იყო პოლიტიკური ტურბულენცია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია. გადაწყვეტილება მიღებულია და მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს მინისტრთა კაბინეტს,“- განაცხადა დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა მაქსიმუმ პარასკევს უნდა წარუდგინოს. გაიმართება, თუ – არა, რიგგარეშე სხდომა ამ დრომდე უცნობია.

news
ავტ.: news მაისი 4, 2015 13:03

Google სტატისტიკა


4,081
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics