მთავრობის გადადგომის მიმართულებით “ნაციონალურ მოძრაობას” მკაფიო გეგმა გააჩნია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2015 19:26

მთავრობის გადადგომის მიმართულებით “ნაციონალურ მოძრაობას” მკაფიო გეგმა გააჩნია

მიმდინარე კვირაში "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით სამი ანტიკორუფციული კომიტეტი ამოქმედდება, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გოკა გაბაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციული კომიტეტები ამოქმედდება თბილისში, კერძოდ, გლდანში, სენაკსა და გურჯაანში. გაბაშვილის თქმით, კომიტეტები ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელს. "მიმდინარეობს ხალხის ფულის მასობრივი ხერხვა ბიუჯეტიდან. ეს არა მხოლოდ თბილისური ჯოტია ბოდოკიას ისტორიაა, არამედ მთელს საქართველოში ასობით ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს, რის შესახებაც ხალხს ინფორმაციას მივაწოდებთ", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. ანტიკორუფციული კომიტეტის სამომავლო მუშაობაზე ისაუბრა "ნაციონალების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომიტეტები შეიქმნება სენაკში, თბილისსა და გურჯაანში, ხოლო სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც იგეგმება კომიტეტების შექმნა. "ეს აქტივობა საბოლოოდ დასრულდება იმით, რომ დღევანდელ მთავრობას მოუწევს სახლში წასვლა. ორი წელია ამ ადამიანებს არ აწუხებთ მოქალაქეები და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე", - განაცხადა მინაშვილმა.მთავრობის გადადგომის მიმართულებით “ნაციონალურ მოძრაობას” მკაფიო გეგმა გააჩნია, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე დამტკიცდა ის განსახორციელებელი გეგმა, რომელიც 21 მარტის მიტინგზე გაცხადდა. “ჩვენ ვისაუბრეთ საპროტესტო აქციების გეგმაზე, რომლის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია სად, როდის და რა ტიპის აქცია გაიმართება. ვისაუბრეთ ასევე პარლამენტში განსახორციელებელ გეგმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ჩვენი ფრაქცია პარლამენტში, რათა დაიწყოს მთავრობის გადადგომის საკითხის ინიცირება”, – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
რაც შეეხება “თავისუფალი დემოკრატების” მხარდაჭერის საკითხს მთავრობის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, როგორც გაბაშვილმა განმარტა, ტელესაუბარი “თავისუფალ დემოკრატებთან” მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
“არ მგონია “თავისუფალ დემოკრატებს” ტელეეთერით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ გვაქვს იდეები და ჩვენს კოლეგებს გავესაუბრებით ამ საკითხზე პარლამენტში. ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, რომლის განხორციელებას დღეიდან დავიწყებთ. იმედი გვაქვს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრები დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაიგონებენ ხალხის ხმას და გაითვალიეწინებენ მის მოთხოვნას”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მიმდინარე კვირაში “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით სამი ანტიკორუფციული კომიტეტი ამოქმედდება, – ამის შესახებ  გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციული კომიტეტები ამოქმედდება თბილისში, კერძოდ, გლდანში, სენაკსა და გურჯაანში. გაბაშვილის თქმით, კომიტეტები ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელს.
“მიმდინარეობს ხალხის ფულის მასობრივი ხერხვა ბიუჯეტიდან. ეს არა მხოლოდ თბილისური ჯოტია ბოდოკიას ისტორიაა, არამედ მთელს საქართველოში ასობით ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს, რის შესახებაც ხალხს ინფორმაციას მივაწოდებთ”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2015 19:26

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics