მთავრობა დედაქალაქის მერიას 10 მილიონს გამოუყოფს

news
ავტ.: news ივნისი 14, 2015 17:08

მთავრობა დედაქალაქის მერიას 10 მილიონს გამოუყოფს

კრიზისების მართვის სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში. პრემიერმა გუშინდელი სტიქიის შემდეგ ჩატარებული სამუაშოების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს მოსახლეობას თხოვნით, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ავტომობილით გადაადგილებისგან, რათა ქალაქში არ მოხდეს მოძრაობის პარალიზება.

“საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს მიზეზების კვლევა, ასევე ითვლება ზარალი და მოსახლეობას მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწევა, მე ეს გუშინ ღამე დავავალე ყველა უწყებას. გამგეობებში მობილიზებულია სპეციალური შტაბები, სადაც გროვდება პირველადი მოხმარების ნივთები და ინვენტარი დაზარალებულო მოსახლეობისთვის. მოქალაქეებმა უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნეს და მინდა გადავუხადო მადლობა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით ამ ეტაპზე ყველა უწყება მობილიზებულია და შესაბამისად, ძალა საკმარისია.

“მე არ მინდა, რომ მოსახლება მოვიდეს და მათ არ ქონდეთ კონკრეტული ფუნქცია, ამან შესაძლოა უფრო გაართულოს სამუშაოები,” – განმარტა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, უახლოეს საათებში უკვე გაიმართება შეხვედრა დონორებთან, მოხდება ყველა შესაძლო რესურსის მობილიზაცია.

პრმიერმა კიდევ ერთხელ მიმართა მთავრობას, რათა არც ერთი ოჯახი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის განკარგულებას მოაწერს ხელს რათა თბილისის მერიას გამოეყოს 10 მილონი ლარი.

news
ავტ.: news ივნისი 14, 2015 17:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics