მთავრობა აღმოჩნდა უუნარო–დავით ონოფრიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 21, 2015 22:27

მთავრობა აღმოჩნდა უუნარო–დავით ონოფრიშვილი

მთავრობა აღმოჩნდა უუნარო–დავით ონოფრიშვილისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, „კურიერთან“ საუბრისას მთავრობა და “ეროვნული ბანკი” გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება არსებული ვითარების წინაშე უუნარო აღმოჩნდა.

„მთავრობა აღმოჩნდა უუნარო. მათ ვერ შეძლეს წინასწარ განესაზღვრათ ის ელემენტარული პროცესები და წინასწარ ჩაეტარებინათ გარკვეული ღონისძიებები. შეიძლება სრულად ვერ დაეჭირათ ლარის კურსი, რადგან გარეფაქტორებიც მოქმედებს. მაგალითად, ჩვენთან ლარი 20% -ზე მეტად გაუფასურდა, აზერბაიჯანში – 40%-ით, რუსეთში კიდევ უფრო მეტით,“ – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის არარსებობს გამოც საყვედურობს და ამბობს, რომ მარტო ეკონომიკური გუნდის გადადგომა ვითარებას ვერ შეცვლის.

რაც შეეხება “ეროვნულ ბანკს”, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, გიორგი ქადაგიძის მოქმედებები დაგვიანებული იყო.

„ეროვნული ბანკის” დაგვიანებული მოქმედება გამოიხატებოდა საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით. მას უნდა მიეცა იმპულსები და სიგნალი, რომ ის ჩარევას აპირებდა. ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟური და პანიკის მსგავსი ვითარების შექმნის ასეთი დაგვიანებული ნაბიჯები ხელს უწყობდა,“ – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 21, 2015 22:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics