მთავრობამ ოლიმპიური ფესტივალისთვის „ქართუდან“ 10 მილიონიანი გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა

news
: news აპრილი 20, 2015 18:53

მთავრობამ ოლიმპიური ფესტივალისთვის „ქართუდან“ 10 მილიონიანი გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა

მნიშვნელოვანი

  • სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავაფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების - წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე

სხვა სტატიები

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ 10 000 000 ლარის გრანტის სახით გამოყოფის საკითხი წარადგინა.

მთავრობამ ფონდიდან თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

10 მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. შეიძენს პროექტებსა და საექსპერტო მომსახურებას, ასევე, პროექტების განხორციელების მომსახურებას.

გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების – მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის, მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, ააიპ “ჩოგბურთის განვითარების” ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა 340 000 ლარს შეადგენს.

ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის
განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი. 96 329 ლარია გათვლილი შ. ჩოჩიშვილის
სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად. მ. კეკელიძის
სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის
დაგებისათვის განსაზღვრულია 7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო
გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განხორციელებლად კი 5 304 879 ლარია განასზღვრული.

ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული. 14 000 ლარამდე დაიხარჯება მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის. განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების, საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული.

ასევე მოხდება ე.წ დიღმის ჭალების მიმდებარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 25 000, პროექტის განსახორციელებლად კი 690 355 ლარია განსაზღვრული. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც 604 596 ლარი დაიხარჯება. გრანტის ფარგლებში მოეწყობა ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელი, რომილსთვისაც 1 000 000 ლარია განსაზღვრული.

სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავაფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების – წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე
სისტემის მოსაწყობად.

13 ობიექტზე სამუშაოები ეტაპობრივად ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დასრულდება.

news
: news აპრილი 20, 2015 18:53

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics