მთავარ პროკურატურაში ნიკა გვარამიას დაკითხვა იწყება

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 15:04

მთავარ პროკურატურაში ნიკა გვარამიას დაკითხვა იწყება

რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. საგამოძიებო უწყება გვარამიას გუშინ მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე დაკითხავს.

საუბარია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარისა და შანტაჟის ფაქტების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან ლევან ვეფხვაძესთან ერთად იმყოფება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით რუსთავი2-ის ხელმძღვანელს იურიდიული დახმარება მათ თავად შეთავაზეს.

მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან ჟურნალისტები და ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები.

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 15:04