მთავარი პროკურორი – ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეების გამოსაძიებლად მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 17:01

მთავარი პროკურორი – ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეების გამოსაძიებლად მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული

ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერ პირველი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საქმეების გამოსაძიებლად ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა იური ვაზაგიშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გამართეს. პარლამენტში გამართულ შეხვედრას გიორგი ბადაშვილის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დავით უსუფაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

news
ავტ.: news იანვარი 21, 2015 17:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics