მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:10

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • პროკურატურა 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რა დროსაც, ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა, მათ შორის ერთ-ერთს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მართავდა.

სხვა სტატიები

პროკურატურა 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რა დროსაც, ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა, მათ შორის ერთ-ერთს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მართავდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის 22 იანვარს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება და მოგვიანებით ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე

პროკურატურის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ.თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა 6 ავტომანქანა, მათ შორის ერთ-ერთი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომანქანებში მსხდომმა რამდენიმე პირმა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებული ემზარ თაბუკაშვილი გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც 2015 წლის 8 მაისს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა შეწყვეტილი საქმით ხდება რაიმე მანიპულირება, ასევე ვინმეზე და კონკრეტულად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედება, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, საღ აზრს და მიზანმიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულას ერთ-ერთი ბრალდების საქმის მოსამართლეა. 22 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოკა გაბაშვილმა გაავრცელა. გაბაშვილის თქმით უგულავას საქმის მოსამართლეს, სამართლებრივი პრობლემები თავად აქვს.

news
ავტ.: news ივნისი 24, 2015 18:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics