,,მე-3 ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო მოსახლეობამაც და “ოცნების” მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ – როგორ”

news
ავტ.: news სექტემბერი 30, 2015 15:23

,,მე-3 ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო მოსახლეობამაც და “ოცნების” მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ – როგორ”

მნიშვნელოვანი

  • მე-3, ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო საქართველოს მოსახელობამაც და "ოცნების" მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ - როგორ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხვა სტატიები

მე-3, ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო საქართველოს მოსახელობამაც და “ოცნების” მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ – როგორ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თევდორაძემ აღნიშნა, საგაზაფხული სესიების დროს, კოლეგებთან ერთად, საქართველოში გამართული ერთგვარი ტურნეს შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ პრობლემების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, რაც მოსახლეობას აწუხებდა, თუმცა დეპუტატის განცხადებით, ამაზე ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა და ისინი კვლავ მოუგვარებელია.
“დღეს არის 30 სექტემბერი, პრაქტიკულად, დასრულდა მესამე წელი – ჯიბეზე რომ უნდა გვეგრძნო ისეთი წელი და დღეს, რომლის შემდეგაც იწყება მე-4 ძალიან კარგი წელი. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ყველაზე გულწრფელი მაშინ იყო, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ ეს მე-3 ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო საქართველოს მოსახლეობამაც და “ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ – როგორ. მე-4 წელი, ალბათ, იქნება ძალიან კარგი წელი, მაგრამ გააჩნია ვისთვის”, – განაცხადა თევდორაძემ.

news
ავტ.: news სექტემბერი 30, 2015 15:23