“მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია”-ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 19:48

“მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია”-ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ამის შესახებ მან,  ესტონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე, ესტონელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“მე არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირებას და ამ თემაზე არ ვაპირებდი აქ საუბარს… მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციურ გადატრიალებას აპირებდა და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები დაიდო კიდეც უკრაინულ საიტზე. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. მე რომ მკითხოთ, მისი ადგილია ციხეშია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 19:48