მიხეილ სააკაშვილი: ” მე რომ არ ვყოფილიყავი საქართველოს მეთაური, სცენარი მაინც იგივე იქნებოდა”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 21, 2015 17:26

მიხეილ სააკაშვილი: ” მე რომ არ ვყოფილიყავი საქართველოს მეთაური, სცენარი მაინც იგივე იქნებოდა”

"ნოვაია გაზეტაარ ვიცი არავინ სხვა, ვისაც რუსეთში სააკაშვილზე მეტად ვერ იტანენ. არანაირი ბუშები, არანაირი ობამა ისეთ კონსოლიდირებულ ზიზღს არ იწვევს. ამაში ხალხი ერთსულოვანია. მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს მოვლენებზე პასუხისმგებლობას მედვედევს, პუტინს და სააკაშვილს აკისრებენ. მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა რუსეთში განიხილება როგორც პიარი და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს ოდესაში არის იაფფასიანი პოპულიზმი და თუკი მანამდე ოდესაზე ამბობდნენ, რომ ის ახალი ხატინია, ახლა ის სისხლიანი სააკაშვილის თავშესაფარია, მთავარი რუსოფობის მთელს ევროპულ სივრცეში–წერს “ნოვაია გაზეტას” კორეპოდენტი.

სააკაშვილმა ფაქტობრივად კონცენტრირება გაუკეთა ყველა იმ თვისებას, რის გამოც რუსეთში შესაძლებელი უყვარდეთ. ლაპარაკობენ იმაზე, რომ მან ცხინვალში ომი დაიწყო, რომ იქ ათასობით ადამიანი დაიხოცა, მაგრამ სინამდვილეში მის მიმართ ზიზღი უფრო დიდი ხნით ადრე გაჩნდა.
საქართველო იყო პირველი საჩვენებელი ქვეყანა,რომელიც დასავლეთს დემონსტრირებდა. შემდეგ კი სააკაშვილს გაებუტა ქართული ინტელიგენცია, ეკლესიის ნაწილი, რუსეთში მას არავინ თანაუგრძნობს და ვიფიქრე: შესაძლებელია მიზეზი იმაშია, რომ მისი წყალობით რუსულმა სივრცემ დაკარგა თბილისი და ოდესა, ყველაზე გემრიელი ნაწილები რუსებისთვის, არა იმპერიული არამედ კულტურული გაგებით.
დასანანია, ჩვენი და ასევე ჩვენთან მოაზრებული ტერიტორიები ავტონომიურ ცურვაში რომ მიდიან და დამშვიდობებისას მადლობას არ იხდიან იმ სიკეთეებისთვის, რომელიც მათ ქონდათ.
ეს არის, ცხადი. და შავი უმადურობაც იყო და გაუცხოვებაც. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უკანასკნელი 10 წლის მანილზე ჩვენ თვითონ მივეცით ამის საბაბი. და გამოდის, ისინი მართლები იყვნენ, როცა ჩვენგან რაც შეიძლება შორს უნდოდათ წასვლა, სანამ შესაძლებელი იყო. რადგანაც, მთელი რუსული ინტელიგენცია, მთელი კულტურა, ყველა, ვინც არ წასულა ქვეყანაზე პასუხისმგებლობას იღებს და ჩვენ არაფერი გვაქვს მოსათხოვი, რომ მთავრობაზე მეტად ვუყვარდეთ და ამას დამატებითად გადავყავართ ჭკუიდან.

საინტერესოა, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც საშინლად არ უყვართ რუსეთში. მე ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი ფენომენი – მაგალითად, ბერეზოვსკი. კიდევ, საინტერესოა, როგორ მიიღებს მას ოდესა, სადაც თავისიანების კულტია – თუნდაც ისინი დიდი ხანია წასულები იყვნენ სხვა ქვეყნებში და უცხოელებისთვის, აქ უბრალოდ, იოლი არ არის.

ბებიაჩემი მზია წერეთელი

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც რუსულ “ნოვაია გაზეტაში” დაიბეჭდა.

– მიმდინარე წელს განსაკუთრებით ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა 8 აგვისტოს ომს. ვფიქრობ, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე. პუტინი არაფერს ნანობს, ამაზე ბევრჯერ ილაპარაკა – თქვენ როგორ უყურებთ თქვენს მაშინდელ გადაწყვეტილებას ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით?

– მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ომი არ ყოფილიყო და მინდა შეგახსენოთ ეს როგორ მოხდა. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის გამო ომში არ შევიდოდა. აფხაზეთის გამო კიდევ შეიძლება. ის შედარებით დიდია, კურორტია, პორტია, ბევრი შერეული მოსახლეობაა. მაგრამ სამხრეთ ოსეთი – ეს ქართული და ოსური სოფლებია ჭადრაკის მიმდევრობით, 40 ათასი ადამიანი, მთები და რეაგირების მოხდენა მხოლოდ იმიტომ მოგვიწია, რომ გვირაბის გავლისას რუსეთის ძალები აღმოჩნდებოდნენ დაბლობზე.აქედან კი შეეძლოთ იქ წასულიყვნენ, სადაც მოინდომებდნენ. პროვოკაციის მიზანი არ იყო ოსეთი და მოსახლეობის დაცვა, რუსული არმია ხომ ყველგან შედის ვიღაცეების დასაცავად, ხომ შენიშნეთ, არამედ საქართველო, და ისიც არა როგორც ასეთი, არამედ სხვების საჩვენებლად. უბრალოდ, საჩვენებლად, რა ემართებათ იმათ, ვისაც დამოუკიდებლად სურს განვითარება. თავდაპირველად პუტინი ამბობდა, რომ დსთ – ცივილური განქორწინების მექანიზმიაო. მაგრამ მეორე ვადიდან გადაიფიქრა – ამაში იყო მთავარი დინამიკა.

– მაგრამ , თუკი ხედავდით, რომ მას ომი უნდოდა, იქნებ ყველაფრის ფასად მოლაპარაკებოდით, თქვენ ხომ იცოდით, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ქონდა?
– მე მოველაპარაკე, სანამ ამის შესაძლებლობა არსებობდა. შეხვედრები იყო ასტანაში, დსთ-ს სამიტი, მედვედევი ჩამოსული იყო და ყოველთვის გამირბოდა და მე ყოველთვის ვეწეოდი – ეს სახალისოც კი იყო, რომ არა მომავალი ომი. ასეთი დიალოგებიც იყო. მე ვურეკავ მედვედევს, ის კი უცებ პუტინს მაერთებს. ის ამბობს: თქვენ ხომ მაინც ჩემთან გინდათ საუბარი? მე ვპასუხობ, დიახ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, შეკითხვები მაქვს. აფხაზეთში გზას ჩემთან შეუთანხმებლად აშენებთ, საზღვარზე სამხედროები იკრიბებიან, ევროპაში კი წერენ, რომ ჩვენ დაგვიჭერენ მხარს… რაო, ის მეკითხება. ბევრს წერენო? დიახ, ვპასუხობ, ბევრი ქაღალდი აქვთ…
– ვიცი ეს ისტორია. გირჩევდით, დაგეხვიათ ეს ქაღალდები და გაგერჭოთ საკუთარ…
– საკუთარ არა, იმათ. მაგრამ ეს ტონი მაინც ყველაზე დამაიმედებელი არ ყოფილა.
– რატომ ვერ გიტანთ ის ასე პიროვნულად? ბევრს ნამდვილად არ დაპირებია ჩამოკიდებებით. თქვენ, ალბათ რაღაც გააკეთეთ, ან უთხარით, რისი გაკეთებაც არაფრით არ შეიძლებოდა.
– არა, მას ჩემდამი არანაირი პირადი აუტანლობები არა აქვს. მისი დიდი ხნის გეგმა იყო საქართველოს დასჯა. მიზანმიმართული. მას, თუკი კარგად დააკვირდით, სპონტანური რეაქციები საერთოდ არა აქვს – ეს მისი სტილია. ყირიმის აღებაც მისი დიდი ხნის გეგმაა, მე მჯერა ამისი. არ არის საჭირო ამ სისულელეების განმეორება, რომ არა მეიდანი, ყირიმი უკრაინის იქნებოდა… მე რომ არ ვყოფილიყავი საქართველოს მეთაური, სცენარი მაინც იგივე იქნებოდა. პირადად ჩემდამი – ჩემს მიმართ ის არაფერს არ განიცდის, ის ზოგადად პიროვნებებით ძალიან ცოტას ინტერესდება. ასეთები არიან პრაგმატიკოსები.

– რატომ რა დაურეკეთ 8-ში საღამოს, ხომ ყველაფერი ცხადი იყო უკვე.
– დმიტრი, თქვენ საერთოდ გახსოვთ, რა ხდებოდა 8-ში საღამოს? რუსეთში მუდმივად წერდნენ, რომ საქართველო მშვიდობას არღვევს. აგვისტოს დასაწყისიდან ინტენსიურად დაიწყეს ქალების და ბავშვების გაყვანა, უბრალოდ, მოდიოდნენ და ყველას სთხოვდნენ, რომ გაცლოდნენ იქაურობას და რუსეთში წასულიყვნენ დასასვენებლად.

– რა არის ამაში ცუდი. სრულიად ჰუმანური გადაწყვეტილებაა.
– თქვენ ფირობთ, რომ ეს ჰუმანიზმის გამო კეთდებოდა? ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ ხალხის მასას ტექნიკის გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალა. მე თბილისში ჩამოვფრინდი – მინისტრების ნახევარი შვებულებაშია. ვრეკავ გაეროში – იქაც შვებულება. ვურეკავს მედვედევს. ის ამბობს რომ ახლა ლაპარაკის დრო არ არის. პუტინთან არ მაკავშირებენ. ჩვენი დამრტყმელი ბრიგადა ერაყშია. ცხინვალიდან თბილისამდე 3 საათის გზაა. რა უნდა გამეკეთებინა? გზები გამეხსნა?

– უკრაინის მოვლენებს ვგულისხმობ, რას გააკეთებდით თქვენ პუტინის ადგილზე?
– წარმოდგენილი არ მაქვს. უკან უკვე ვერ დაიხევს. თქვენ?
– თქვენ ჩემი პასუხი არ მოგეწონებათ, მაგრამ რადგანაც დაიწყო, ბოლომდე უნდა წავიდეს. ალბათ, მარიუპოლს ავიღებდი, განსაკუთრებით ჩამოშლილი ეკონომიკის ფონზე…
– იქ უკვე ჩიხია, გესმით? იქ უკვე არ შეიძლება არც უკან და არც წინ. მარიუპოლის აღება ეს ნახევარწლიანი მძიმე ბრძოლაა. გასული წლის აპრილში უნდა აეღო, ახლა კი… იქ 600 ათასი მოსახლეობაა, რომლებიც კარგად არიან მოტივირებულები, თავდაცვის რამდენიმე ეშელონი, სხვათა შორის, ქართველებიც არიან. რუსულმა აგრესიამ სასწაული მოახდინა: უკრაინამ საბოლოოდ გააკეთა დასავლური არჩევანი და სამომავლოდაც რუსეთთან დაახლოებას არ აპირებს.
– როგორი იქნება თქვენი აზრით, ლუგანსკის და დონეცკის ბედი?
– პუტინის შემდეგ – არ ვიცი, რამდენად სწრაფად, მაგრამ ვგრძნობ მის დიდ, წმინდა მექანიკურ დაღლას, რომელიც ყოველთვის არის – პუტინის შემდეგ რუსეთში ორი-სამი წელი ქაოსი იქნება. ვერტიკალების შემდეგ ყოველთვის დგება ბუნდოვანება. კარგი იქნება თუკი ეს სისხლიანი არ გამოდგება. შემდეგ… ჩრდილოეთ კავკასია გამოეყოფა. თათრეთი და ბაშკირეთი თავს შეახსენებენ, შორეული აღმოსავლეთი დიდი ხანი აიაპონიისკენ და ჩინეთისგკენ მიიწსწრაფვის. ის იქნება, რაც საბჭოთა კავშირის შემდეგ. ლუგანსკსა და დონეცკში იგივე მოხდება, რაც მოხდა ავღანეთში, როცა იქიდან საბჭოთა ჯარები გამოვიდნენ. ისინი ისევ უკრაინის გახდება, როგორც მანამდე.
რატომ არ არის დღემდე ოდესის 2 მაისი მოვლენების გამოძიების შედეგები?

– როგორ არ არის. შესაძლოა რუსულ პროპაგანდაში არ არის, ისე კი ყველაფერი ცხადია. და მაშინათვე იყო ცხადი. ეს აბსოლუტურად არა ოდესური საქციელია თავისი ხასიათიდან გამომდინარე. აქ ფეხბურთებზეც კი არ ხდება შეტაკებები – დავდივარ და ვიცი., ეს პროვოკაცია იყო, უბრალოდ, მისი ყველა მონაწილე არ არის დაკავებული.
– შეიძლება ამიხსნათ, ოდესის უსაფრთხოებისთვის რა საშიშროებას წარმოდგენდნენ ტიმატი და სტას პიეხა?
– უკრაინული და ოდესის უსაფრთხოებისთვის, ნამდვილად არაფერს. აქ საუბარია პირად უსაფრთხოებაზე. ყველამ გაიგო რა თქვეს მათ. და მათ გამოსვლაზე შესაძლებელია პროვოკაციები მოხდეს, ასე რომ მათი გამოსვლები მათივე უსაფრთხოების გამო მოიხსნა.

– თქვენ ოდესაში ძალიან არ უყვარხართ. თქვენ მაინც ჩამოსული ხართ, მოიყვანეთ საკუთარი გუნდი.

– გუნდი, ძირითადად ადგილობრივია, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა. იყო 6 ათასი კანდიდატი და დარჩა 26 ადამიანი. ისინი ახლა მართავენ ქალაქს. და არანაირი უსიყვარულობა – მე არ ვიცი საიდან მოიტანეთ ეს? ეს ოდესაში არ უყვართ უცხოები? საპორტო გახსნილ ქალაქში? იცით ოდესის მოსახლეობის მთავარი თვისებები?
– კორუფცია, კორუფცია და კორუფცია.
– არაფერი ამის მსგავსი. იქნებ იყო ასე ოდესღაც. ოდესღაც კანიბალიზმიც იყო დედამიწაზე და ახლა არ არის. სამი თვისება – ნიჭი, მეწარმეობა და გახსნილობა. ხალხს დიდი მოლოდინი აქვს. მე მათ ვხვდები და ვიცი, ვცდილობ ყველას მოვუსმინო. მართალია ის, რომ ამის ატანა აღარ შეიძლებოდა. კორუფციასთან ბრძოლა – ეს ძალიან ადვილია. არ ვიცი ვინ უჭედავს ყურებს რუსებს კორუფციის დაუმარცხებლობაზე. მთავარია, ორი -სამი რეალური ნაბიჯი გადაიდგას.

თქვენ აქ აპირებთ გაი მოშალოთ?
– ფაქტობრივად ეს ასეა. რად გვნდა? საპატრულო პოლიცია ყველაფერს აუდის.
– მაინც გესმით, ხომ, რომ იმის მტკიცება, რომ საქართველოში ყველაფერი გამოგივიდათ, არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში თქვენ ახლა ძებნაში არ იქნებოდით, საკუთარ გუნდს არ დაშორდებოდით, მათ შორის ბურჯანაძეს, არ აიმხედრებდით ინტელიგენციას…
– არც ერთი სერიოზული რეფორმა არ ხდება კონფლიქტის გარეშე… თქვენ ვერასდროს შეინარჩუმნებთ მეგობრებს, თუკი რაიმეს შეცვლას აპირებთ. მე ახლაც დავრჩებოდი საქართველოში, მე დიდი სახალხო მხარდაჭერა მაქვს, პარტიას კი კარგი რეიტინგი… მე არ მინდა ყველაფრის ფასად დავრჩენილიყვი. აბსოლუტურად არ მინდოდა ახალი სამოქალაო ომი. ვთვლი, რომ საქართველომ უნდა დაისვენოს ჩემგან.
რაც შეეხება ინტელიგენციას… იცით რობერტ სტურუას რატომ დავშორდი?
– მან თქვა, სომეხი არ უნდა იყოსო საქართველოს პრეზიდენტი.
– მან ეს შემდეგ თქვა. იმიტომ, რომ მისი შვილი ბალახზე დაიჭირეს. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და უთხრა: იცი, ისეთი კარგი ბიჭია და გაანთავისუფლონო. მას კი უთხრეს: ჩვენ თქვენ ძალიან დიდი პატივს გცემთ, მაგრამ კანონის შესაბამისად მოვიქცევითო. საბჭოთა ინტელიგენციას ძალიან გაუკვირდა, მიჩვეული არიან საბჭოთა კანონებით ცხოვრებას, მეგობრულ-მაფიოზურად… და აღმოჩნდა, რომ ეს უკვე აღარ არის ასე.
– საინტერესოა, როგორ არ მოგკლეს კანონიერმა ქურდებმა? ხომ უფრო ადვილია მოკლა ერთი პრეზიდენტი, ვიდრე ბიზნესები გადაიტანო…
– აქედანაც მიაქვთ უკვე ბიზნესები. პრაღაში ქონდათ შეკრება. გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ არ მკლავენ? იმიტომ, რომ მშიშრები არიან. პროფესიონალი დამნაშავეები, როგორც წესი, მშიშრები არიან, მათ სისტემაში კი, ჩვეულებრივი კორუფციაა.

– შეიძლება გთხოვოთ, რომ ერთად არ გადაგვიღონ ფოტო?
– ამას არც არავინ აპირებს. თქვენ რა, გეშინიათ, რომ გრებენშიკოვთან ერთად ისტორიიდან ამოგშლიან?
– დასაწყისისთვის იქ უნდა მოვხვდე.
– მოხვდით უკვე – მე ზოგჯერ ვკითხულობ თქვენს სტატიებს.
– ალბათ ღმერთმა ასე ინება. ჩვენ პრაქტიკულად ერთ დღეს დავიბადეთ, 5 საათის სხვაობით. მე ადრე. თქვენ მოგვიანებით.
– აჰ! მაშინ გასაგებია რატომ აღიქვამთ ყველაფერს ტრაგედიად…

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 21, 2015 17:26