„მე მინდა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა არა 2016 წელს, არამედ ხვალ განხორციელდეს“

news
ავტ.: news ივნისი 17, 2015 16:34

„მე მინდა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა არა 2016 წელს, არამედ ხვალ განხორციელდეს“

მნიშვნელოვანი

  • ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, რომ თავისულად იმოგზაურონ, იმუშაონ და ივაჭრონ ევროკავშირის ქვეყნებში.

სხვა სტატიები

ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, რომ თავისულად იმოგზაურონ, იმუშაონ და ივაჭრონ ევროკავშირის ქვეყნებში.

ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა დღეს თბილისში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, რომ თავისულად იმოგზაურონ, იმუშაონ და ივაჭრონ ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვართ მამოძრავებელი ძალა, თუ შეიძლება ასე ითქვას – ძრავი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. 2016 წლიდან ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ თავისუფალი მოგზაურობისა და უვიზო გადაადგილების საშუალება მისცეს ქვეყნებს. ჩემი სიტყვებია ალბათ ძალიან ნათელი – მე არ მინდა, რომ ეს 2016 წელს მოხდეს. მე მინდა, რომ ეს ხვალ განხორციელდეს“, – განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ფარგლებში საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით განსაკუთრებული მოლოდინები აქვს. საუბარია, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები წლის ბოლოს პოზიტიურად შეფასდება და 2016 წლიდან ამ კუთხით დადებით შედეგს მიიღებს საქართველო.

news
ავტ.: news ივნისი 17, 2015 16:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics