,,მე მაიძულეს ნემცოვის მკვლელობა მეღიარებინა,, აცხადებს ზაურ დადაევი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 11, 2015 12:16

,,მე მაიძულეს ნემცოვის მკვლელობა მეღიარებინა,, აცხადებს ზაურ  დადაევი

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა, ,,ლეფორტოვოს, ციხეში უფლებადამცველებთან შეხვედრისას ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობა უარყო.

სხვა სტატიები

150310234842_dadaev_624x351_apრუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზაურ დადაევმა, ,,ლეფორტოვოს, ციხეში უფლებადამცველებთან შეხვედრისას ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობა უარყო.

ადრე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაურ დადაევმა ბორის ნემცოვის მკვლელობა აღიარა… თუმცა, როგორც ეტყობა ეს მხოლოდ საგამოძიებო კომიტეტის სურვილი იყო, რადგან ,,ლეფორტოვოს,, ციხეში შესულ საზოგადოებრივი სამეთვალყურო კომისიის წევრებთან პირველსავე შეხვედრაზე დადაევმა ნემცოვის მკვლელობა უარყო. დადაევის განცხადებით, ის მისი მეგობრის რუსლან იუსუპოვის განთავისუფლების სანაცვლოდ და ფიზიკური ზეწოლით, აიძულეს რომ ნემცოვის მკვლელობა ეღიარებინა. დადაევი ფიქრობს, რომ თუ ის იმ მომენტში არ აღიარებდა დანაშაულს, მას მოკლავდნენ… ,,მე მეგონა, რომ მოსკოვში, როგორც კი სასამართლოზე გამიყვანდნენ, მაშინათვე მოვყვებოდი სიმართლეს, მაგრამ სასამართლოზე მოსამართლემ სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მომცა,, განუცხადა დადაევმა უფლებადამცველებს. მან აგრეთვე, სხეულზე მრავლობითი დაზიანებების კვალი აჩვენა უფლებადამცველებს, რომელიც მისი განცხადებით ხელ-ფეხზე ბორკილების ხანგრძლივი დადებით და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო მიყენებული, რაც საზოგადოებრივი სამეთვალყურო კომისიის წევრებმა დააფიქსირეს და სამედიცინო დახმარებასთან ერთად რუსეთის ხელისუფლებისაგან სამედიცინო ექსპერტიზაც მოითხოვეს…

დადაევთან უფლებადამცველთა შეხვედრისას გაირკვა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტი საგულდაგულოდ უმალავდა საზოგადოებას: 1) დადაევი ნემცოვის მკვლელობის დღემდე, 28 თებერვლამდე ირიცხებოდა შინაგანი ჯარის ბატალიონ ,,სევერ,,ში და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდა მისი თხოვნა დათხოვნის შესახებ… ,,მე ერთ კვირაში გმირიდან საშიშ დამნაშავედ გადამაქციეს,, განუცხადა ამ ფაქტის შესახებ დადაევმა უფლებადამცველებს…  2) საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დადაევი ადვოკატზე უარს აცხადებს, თავად დადაევს არაფერი სმენია და უფლებადამცველებს ადვოკატის აუცილებლობაზე ესაუბრა…

ასევე ვლინდება შეუსაბამობა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებებს შორის… კერძოდ, გამოძიება აცხადებდა, რომ ბორის ნემცოვი ,,შარლი ებდოს,, მხარდასაჭერად გაკეთებული ანტიისლამური განცხადებების გამო მოკლეს… მათვე, პარალელურად გაავრცელეს  ინფორმაცია, რომ ნემცოვს დამნაშავეები ერთი წლის მანძილზე უთვალთვალებდნენ… გამომდინარე იქედან, რომ ,,შარლი ებდოს,, ტრაგედია, გასულ იანვარს მოხდა… გამოდის, რომ მკვლელობა იმ მოტივით არ მომხდარა, რასაც გამოძიება აცხადებს…

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 11, 2015 12:16

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics