მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2015 00:22

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანიათავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ის ვარაუდობს, რომ საფრანგეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ივნისის ბოლოს მოეწერება.
როგორც „მაესტროს ცხრიანთან“ საუბარში ხიდაშელმა განაცხადა „არ არის ეს დოკუმენტი სკანდალური. არანაირად არ არის. ყველაფერი ძალიან მარტივადაა ამ დოკუმენტთან მიმართებაში, მისი დახვეწის დასრულების პროცესი მიმდინარეობს ძალიან მაღალი ტემპით და ვფიქრობ, რომ ივნისის ბოლოს მოხდება ხელმოწერა.მინდია ჯანელიძის დროს, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაცილებით უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მანამდე. ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა სწორედ მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, მანამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული”, – განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საფრანგეთში ვიზიტისას ირაკლი ალასანიას სატელეფონო საუბრების დეტალების გარკვევას არ აპირებს.
“არაფრის გარკვევას არ ვგეგმავ იქიდან გამომდინარე, რომ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია, როცა სატელეფონო ზარზე საუბრობდა, იმიტომ, რომ არსებობს ფაქტი, რომელიც თვალნათელია, ჩემ წინაშე დევს და იქ არანაირი კითხვები არ არის.
ეს ხელშეკრულება არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ არის რაღაც ორგვერდიანი დეკლარაცია, რომელშიც წერია, რა კარგია და როგორ გვინდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს სრულყოფილი. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ხელშეკრულება და მასში უამრავი ნიუანსია დაწყებული იმით, რომელი სასამართლო იხილავს საქმეს დავის არსებობის შემთხვევაში და დამთავრებული ფინანსური ვალდებულებებით, ვადებით და ა.შ. ამიტომ, ასე მარტივად არ შეიძლება საუბარი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2015 00:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics