მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” მშენებლობა ხვალიდან დაიწყება

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 21:10

მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის” მშენებლობა ხვალიდან დაიწყება

მნიშვნელოვანი

  • 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები, ხვალ გაიხსნება.

სხვა სტატიები

20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” სამშენებლო სამუშაოები, ხვალ გაიხსნება. როგორც “თაიმერს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 23-ე მეტროსადგურის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გახსნიან.
20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. პროექტის განხორციელების შედეგად გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ “უნივერსიტეტამდე”. ასევე, პროექტის ფარგლებში დელისისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება.

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 21:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics