მერიის სისტემაში 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2015 19:52

მერიის სისტემაში 445 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ვაკანტურ თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შესრულების ვადის გასვლის გამო მერიის სისტემაში თანამდებობიდან გათავისუფლდა 445 თანამშრომელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც მერიის პრესსპიკერმა განაცხადა, დასრულდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი. მისი თქმით, საკონკურსო საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა და გამოსცა შესაბამისი ოქმი.
“მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1 033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორეზე – გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება”, – განაცხადეს მერიაში.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტური ადგილების 40% ახალი კადრებით დაკომპლექტდება.

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2015 19:52