მერია სოციალურად დაუცველებს შეშით მოამარაგებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 11:48

მერია სოციალურად დაუცველებს შეშით მოამარაგებს

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას იწყებენ.

სხვა სტატიები

თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას იწყებენ.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რაიონულ გამგეობებს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს და “თბილსერვის ჯგუფს” შესაბამისი დავალებები მისცა.

„ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოებია აუცილებლად ჩასატარებელი. ვავალებ რაიონულ გამგეობებს, რომ მოსალხეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, ისინი უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შეშით, ამიტომ დროულად უნდა მივხედოთ მოსახლეობის ამ ნაწილს“, – განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, შემოწმდეს ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი გათბობით უზრუნველყოფის მიმართულებით.

„საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ყველა საბავშვო ბაღი მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს უახლოეს დღეებში უნდა იქნეს წარმოებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დავალება „თბილსერვის ჯგუფსაც“ მისცა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ უნდა მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 11:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics