მერაბ შათირიშვილი: დაგლეჯვის გეშინოდეთ, კოჰაბიტაციის ავტორებო

news
ავტ.: news სექტემბერი 18, 2015 12:11

მერაბ შათირიშვილი: დაგლეჯვის გეშინოდეთ, კოჰაბიტაციის ავტორებო

გიგი უგულავას გათავისუფლებას ეხამურება მწერალი, მოძრაობა “ახალი რეალობისათვის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი. იგი Facebook -ზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კოჰაბიტაციის პირობებში ქვეყანას და საზოგადოებას შეიძლება მოელოდოს.

“ცხოვრებაში არასოდეს გამხარებია ადამიანის ციხეში ყოფნა და, არც ახლა მიხარია, მაგრამ, უგულავას გამოშვება ერთმნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს „ქართული ოცნების” ცხვრის ქურქში გადაცმულ მგლებს და იმ საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე „ძველ” კადრებს, რომლებიც კოჰაბიტაციის „სასურველი” პერსონები გახდნენ და რომლებსაც ხელი დააფარა, „ზედემოკრატიული” პრინციპით დარწმუნებულმა სახელისუფლო პარტიამ, ასევე „სეიფებს” გახსნიან ის ფულიანი (ყოფილი) მინისტრები თუ ბიზნესმენები, რომლებიც, რატომღაც „ქართული ოცნების” ზოგ-ზოგიერთმა წამოყელყელავებულმა ჯგუფებმა „ყორანივით” გაათეთრეს და თავზე ხელი გადაუსვეს, რის სანაცვლოდ, ეშმაკმა უწყის… მგლები ნიღაბს მოიხსნიან, დაგლეჯვის გეშინოდეთ კოჰაბიტაციის ავტორებო!..

თუმცა რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, ამ მხრივ, თავი ქუდში აქვთ!..
კაი, ეს ყველაფერი, გასაგებია: ერთმანეთის დაგლეჯვასა და დაკბენას დაჩვეული ვართ, მაგრამ, ამ საცოდავ საქართველოს რა ეშველება?!

ჩვენ რა გვეშველება, ხალხო?“

დაგლეჯვის გეშინოდეთ, კოჰაბიტაციის ავტორებო!..” – წერს მერაბ შათირიშვილი.

news
ავტ.: news სექტემბერი 18, 2015 12:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics