მერაბ ტურავა: ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2015 15:14

მერაბ ტურავა: ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ

turavaსაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდება.
როგორც ტურავა აცხადებს, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან ეჩქარება გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის გამოცხადება, რაც მას არაგონივრულად მიაჩნია. მისი თქმით, მას არ მიეცა გონივრული დრო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად.
“გუშინ 15:40 მივიღე გადაწტყვეტილების სრული ტექსტი, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათი რჩებოდა. ერთ-ერთმა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, გავიგე ცუდად ხარ, მაგრამ მე თავად მოვალ და ხელს მოგაწერინებო. მე ვადებში არ ვარ შეზღუდული, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა მივიღო, რისთვისაც ერთი კვირა მაინცაა საჭირო.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააღვია ყველანაირი წესი. ეს არის ტყუილი, რომ დღეს უნდა უზრუნველყოს სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასამართლოს აღსრულების ვადები ჰქონდეს განსაზღვრული. მე საკონსტიტუციო სასამართლომ დროში შემზღუდა.
დღეს მოვიდნენ ჩემთან მოსამართლეები, მათ შორის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და უნდოდათ, ხელი მომეწერა, მაგრამ გარკვევით ავუხსენი, არცერთი მოსამართლე არ აწერს ხელს გადაწყვეტილებას, სანამ მას კარგად არ წაიკითხავს. მე არც ვიცი, დანარჩენმა მოსამართლეებმა წაიკითხეს თუ არა.
ერთი წესი არსებობს სამართალში, რომ ჯერ ყველა მოსამართლე აწერს ხელს და მხოლოდ ამის შემდეგ ნიშნავენ დროს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.
მე ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ. მე უმცირესობა ვარ და განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცენ.
აქამდე არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მისულიყო მოსამართლესთან და ხელმოწერა მოეთხოვა. ჯერ არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლო ასე ჩქარობდეს გადაწყვეტილების მიღებას“, – აცხადებს მერაბ ტურავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და რამდენიმე მოსამართლე კლინიკა “მედინაში”, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მოსანახულებლად იმყოფებოდნენ.
გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.
მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას ეხებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო და ამის გამო, გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

წყარო: kvira.ge

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2015 15:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics