მერაბ სეფაშვილი იუბილარია–ცნობილი მომღერალი 54 წლისაა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 15, 2015 16:18

მერაბ სეფაშვილი იუბილარია–ცნობილი მომღერალი 54 წლისაა

მერაბ სეფაშვილი (დ.1961წ.15ოქტომერი) 39 წელია რაც სცენაზე დგას. პირველად, 15 წლის ასაკში იმღერა. 16 წლისა უკვე მღეროდა ანსამბლ „რერო“-ში, სწორედ აქედან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა პოპულარობა თანდათან მოვიდა და მალე ყველა ასაკის მსმენელისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. 2012 წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ის ყველაზე ახალგაზრდაა იმ ადამიანებს შორის, ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს. მისი ჰიტებია: „მოდიოდა თეთრი გოგო“, „ერთმანეთს ვნატრობთ“, „სნეული ვარ“„თეთრი რაში“, “გაიღიმე“, „ცხოვრება ერთი წამია” და სხვა.

მერაბ სეფაშვილმა ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში შექმნა თავისი სტილი, არ ჰგავდა არავის, არ ბაძავდა არავის. მან მოძებნა საკუთარი გზა და თაობები აზიარა მაღალ ხელოვნებას, მასზე შეყვარებული მაყურებელი და მსმენელი ახლის მოლოდინშია, რადგან ყველას სჯერა, რომ მ. სეფაშვილის ნიჭი ახალ ჰორიზონტებს დაიპყრობს..

საინფორმაცია სააგეტო “თაიმერი” ქართველ მომღერალს, მერაბ სეფაშვილს ულუცავს დაბადების დღეს!

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 15, 2015 16:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics