,,მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 23, 2015 18:56

,,მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი,,

მნიშვნელოვანი

  • მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი, როდესაც მხარჯველი ერთეულები ვერ ითვისებენ თავისდროულად თანხებს და ძირითადი დაწოლა მოდის წლის ბოლო ორ თვეზე, რაც ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი ხდება

სხვა სტატიები

,,მთავრობაში აცხადებენ, ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება, მაგრამ ამ თანხის ნაწილი ინფრასტრუქტულ მშენებლობებზე იქნება გამოყენებულიო. ვინმემ გაიგო რას ნიშნავს ეს?
სანამ რეალური ინფორმაცია არ იქნება წარდგენილი, არასერიოზული ამ გამონათქვამების საფუძველზე დასკვნების გაკეთება.
თუ სუფთა შეკვეცა 140 მილიონი ლარის ოდენობით მოხდება, ეს არ არის საკმარისი ბიუჯეტის დეფიციტის იმ ზომით შესამცირებლად, რომ მიღწეული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და არ ველოდოთ შემოდგომაზე ლარის შემდგომ გაუფასურებას.
დღეისათვის ნაშთი ხაზინის ანგარიშზე გაზრდილია 230 მილიონი ლარით, ანუ ბიუჯეტში მეტი ფულია მობილიზებული, ვიდრე დახარჯული( ამაში შედის სახაზინო ვალდებულებების განთავსებით მიღებული შემოსავლებიც). ეს ხელს უწყობს ლარის მყიფე სტაბილურობას. თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც- ნაშთების ზრდა ხდება არა მიზანმიმართულად, ლარის გაუფასურების საწინააღმდეგოდ, არამედ მეორდება შარშანწინდელი და შარშანდელი სურათი, როდესაც მხარჯველი ერთეულები ვერ ითვისებენ თავისდროულად თანხებს და ძირითადი დაწოლა მოდის წლის ბოლო ორ თვეზე, რაც ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.
სეკვესტრი სულ მცირე, 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ეს უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა, დროზე რომ მომხდარიყო. როცა ნახევარი წელი მიილია და უამრავი არარაციონალური ხარჯი იქნა გაწეული, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ახლა უფრო ძნელია. რატომ ითრევდნენ ფეხს, გაურკვეველია.,, წერს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 23, 2015 18:56

Google სტატისტიკა


4,917
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics