მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 14:41

მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპი

მედიისთვის საყვარელი დონალდ ტრამპიის, რომ დონალდ ტრამპს ამერიკის შშ-ს პრეზიდენტობა უნდა, ამერიკელებისთვის ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს, ევროპელებისთვის კი უბრალოდ, დაუჯერებლად – წერს დოიჩე ველე.
ტრამპი, რომლის ქონება «ფორბსმა» 4,1 მილიარდად შეაფასა, უმაღლესი სახელმწიფოებრივი პოსტისკენ მიისწრაფვის ისე, რომ ზურგს უკან არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. ის საჯაროდ საუბრობს საკუთარ ქონებაზე და დასცინის სენატორ მაკკეინს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვიეტნამის ომში ტყვედ იყო ჩავარდნილი. ამასთანავე, ტრამპი, ყველა გამოკითხვით ,რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერია.
“ევროპელები და ამერიკელები სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ საქმიან თვისებებს და პოლიტიკოსების ღირსებებს” – ამბობს ამერიკელი ჟურნალისტი კრისტოფ ჩერმაკი. მისი თქმით, ტრამპი, რომელიც კერზო ბიზნესის წარმომადგენელია, ითვლება ადამიანად, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს. ამერიკელეს მოსწონთ გამოკვეთილი ხასიათის პიროვნებები, ევროპელებს კი – თავშეკავებული პოლიტრიკოსები» – ამბობს ჟურნალისტი.
ტრამპი ნამდვილად აქტიური საზოგადოებრივი პირია. მულტიმილიონერი ცნობილია როგორც წარმატებული ბიზნესმენი, ასევე ტელეშოუს «კანდიდატი» წამყანი, სადაც გამარჯვებულს ის წლიურ ხელფასს 250 ათას დოლარს უხდის თავის ერთ-ერთ საწარმოში დასაქმების შემდეგ. მაშინ, როცა ტრამპი 58 სართულიან ტრამპ-ტაუერის მეხუთე სართულზე საკუთარ კანდიდატურას აყენებდა საპრეზიდენტო პოსტზე, სცენაზე კალატორით ავიდა. თავშეკავება მისი სტილი არ არის, ამიტომაც მედიას ის განსაკუთრებით უყვარს.
ყველაზე სკანდალური მისი მექსიკელი ემიგრანტების მიმართ გამოთქმული მოსაზრებები გახდა. როგორც მან თქვა, მექსიკის მთავრობა «ყველაზე არასასურველ პირებს» აიძულებს მექსიკიდან აშშ-ში გადავიდნენ. «ბევრ შემთხვევაში ისინი დამნაშავეები, ნარკოგამსაღებლები და მოძალადეები არიან» – თქვა ტრამპმა.
ჩრდილოამერიკული გამოკვლევების პროფესორი კრისტიან ლამერტი ამბობს, რომ ტრამპი მედიას მყვირალა სათაურების გაკეთების საშუალებას აძლებს, რამაც გამოიწვია კიდეც მედიის მისდამი სიყვარული.
გერმანიაშიც კი ტრამპის გამოსვლები უფრო ხშირად შუქდება, ვიდრე სხვა კანიდატების. შეიძლება, მასთან ერთად გერმანულკი მედიის პირველ გვერდზე მხოლდო ჯებ ბუში და ჰილარი კლინტონი ხვდებოდნენ – ამბობს მეცნიერი. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ ევროპულ მედიას უკვე გამოკვეთილი პოზიცია გააჩნია ტრამპის მიმართ, რომელიც უფრო ნეგატიურია. თუმცა, ამერიკაში ხალხს მოსწონს პიროვნებები, რომლებიც პოლიტიკური ელიტიდან არ არიან, რამაც ტრამპის შემთხვევაში გამოიწვია კიდეც მისი პოპულარობა.
ევროპისთვის აპოლიტიკური პოლიტიკოსის ფენომენი უცნობია, თუმცა მას ყავს სხვა ტიპის პოლიტიკოსები, პოპულისტები , როგორებიც არიან ფრანგი მარინ ლი პენი და ბერძენი ალეკსის ციპრასი, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალურობით იპყრობენ კიდეც ყურადღებას, ამასთანავე, მათ გარკვეული პოლიტიკური პროგრამაც აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით ტრამპზე – ის სრულიად სხვა ფენომენია – ამბობს კრისტიან ლამბერტი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,893
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics