მედიაკავშირი „ობიექტივი” განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2015 04:05

მედიაკავშირი „ობიექტივი” განცხადებას ავრცელებს

მედიაკავშირ „ობიექტივის” განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

news_61018

ნაციონალური მოძრაობა ცილისწამებას განაგრძობს. პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა „რუსთავი 2″-ის ეთერით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლიციელების მკვლელობისთვის ძებნილ შალვა აბულაძეს „ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა „ობიექტივთან” და მისი და „ობიექტივში” მუშაობს”, რაც სრული სიცრუე და ცილისწამებაა. შალვა აბულაძის და – ადვოკატი სალომე აბულაძე მართლაც უძღვებოდა გადაცემებს ზუსტად ერთი წლის განმავლობაში 2012 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 23 მაისამდე, რისი გადამოწმებაც „ობიექტივის” ვებგვერდზე ნებისმიერს შეუძლია.

„ობიექტივი” საზოგადოებრივი მაუწყებელია და ჩვენთან გადაცემებს უძღვებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები – ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები, ადვოკატები, ექიმები, პედაგოგები, მწერლები, ხელოვნებათმცოდნეები… თითოეული მათგანი მხოლოდ მოწვეული წამყვანია და „ობიექტივში” არ მუშაობს.

ამასთან, სალომე აბულაძის მსგავსად, გადაცემებს უძღვებოდნენ და უძღვებიან სხვა ადვოკატები და უფლებადამცველებიც. ნაციონალურ მოძრაობაში, რასაკვირველია, იციან „ობიექტივის” გადაცემების ფორმატი, მაგრამ მათი მიზანია ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაცია, თუმცა ეს მხოლოდ უსუსური მცდელობაა, რადგან მაყურებელმა და მსენელმა ძალიან კარგად იცის ის, რის ახსნასაც გვაიძულებენ ცილისმწამებლები.

რაც შეეხება ძებნილ შალვა აბულაძეს, იგი „ობიექტივში” არც წამყვანი ყოფილა და არც სტუმრად მოუწვევია ვინმეს. ნაციონალურ მოძრაობას ის აღიზიანებს, რომ თავის დროზე სწორედ “ობიექტივმა” ამხილა ის სისასტიკე და არაადამიანური ქმედებები, რომლითაც გაწამებული ჰყავდათ მთელი საქართველო. ახლაც, მიუხედავად ცილისწამების უსუსური მცდელობებისა, არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ დამნაშავე ორგანიზაციის პოლიტიკურად გაცოცხლების მცდელობას და საზოგადოებას მუდმივად მივაწოდებთ ინფორმაციას მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.

თბილისი, 2015 წლის 8 აპრილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2015 04:05

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics