მედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 14:04

მედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზე

მედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზერუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი თვლის, რომ “შორეული აღმოსავლეთის” “რუსეთის აღმოსავლეთად” სახელის შეცვლა უპერსპექტივოა–ამის შესახებ მან ახალგაზრდულ ფორუმთან საუბარში გააკეთა კომენტარი.
“სკეპტიკურად ვუყურებ სახელის გადარქმევებს მაშინ, როცა ამ გადარქმევის უკან არაფერი დგას. ხალხში ეს უკმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს” – განაცხადა მან.

მან ფორუმის მონაწილეებს შეახსენა, რომ ბევრჯერ გადაერქვათ რუსეთში ადგილებს სახელები. “მე თვითონ დავიბადე ქალაქში, რომელსაც ერქვა ლენინგრადი და რომელიც, როგორც ცნობილია, ახლა სანკტ-პეტერბურგია. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები გექნება ისტორიული გადარქმევები, მით უკეთესი. რაც ერქვათ ადგილებს ისტორიულად, ასევე უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ასეთი უნდა იყოს პრინციპი” – განაცხადა მედვედევმა.
ფორუმის მონაწილეების თქმით, შორეული აღმოსავლეთის შეცვლა რუსეთის აღმოსავლეთად, რეგიონს უფრო ჟღერად დასახელებას მისცემდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 22, 2015 14:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics