მაშველები მოქალაქეებს ურჩევენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2015 13:14

მაშველები მოქალაქეებს ურჩევენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ

მნიშვნელოვანი

  • "შტორმია 2-3 ბალი და უსაფრთხოების მიზნით ზღვის სანაპიროზე მყოფ ტურისტებს მაშველები აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამაშველო სამსახური თხოვნით მიმართავს ტურისტებს, გაითვალისწინონ მაშველების გაფრთხილება", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.

სხვა სტატიები

შტორმისა და ძლიერი ტალღების გამო, აჭარის სანაპირო ზოლზე, აგრეთვე ურეკში ზღვაში შესვლა დღის ბოლომდე რეკომენდებული არ არის. როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ განაცხადა, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.
ზვიად ჯაფარიძის თქმით, სანაპირო ზოლზე არსებულ სამაშველო სამსახურის კოშკურებზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.
“შტორმია 2-3 ბალი და უსაფრთხოების მიზნით ზღვის სანაპიროზე მყოფ ტურისტებს მაშველები აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამაშველო სამსახური თხოვნით მიმართავს ტურისტებს, გაითვალისწინონ მაშველების გაფრთხილება”, – აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, ზღავზე 3-ბალიანი შტორმი დღის ბოლომდე მოიხსნება და სამაშველო კოშკურებზეც თეთრი ალმების აღმართვის შემდეგ ტურისატებისთვის ზღვა საშიში აღარ იქნება.
ზღვის სანაპიროზე ამ დროისთვის მზიანი ამინდია.

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2015 13:14

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics