“მაღალი რისკის მატარებელად რჩება რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები”

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 15:12

“მაღალი რისკის მატარებელად რჩება რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები”

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს დასავლური კურსი ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ამიტომ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები კვლავ მაღალია.

„საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დადებულმა ე.წ. ხელშეკრულებებმა გავლენა მოახდინა. მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, შესაბამისად, კვლავინდებურად მაღალი რისკის მატარებელად რჩება რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეები“,-განაცხადა ჯანელიძემ

ამასთან, როგორც ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია, სადაც საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განხორციელდება.

„საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო კრიზისების და უსაფრთხოების მართვის საბჭო. მოხდება ახალი დოკუმენტის მიღება და შესაბამისად, თავდაცვის უწყების მხრიდან მოხდება სამომავლო გეგმების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მასში სათანადო ცვლილებების შეტანა. ამ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოების გარემო განპირობებულია უმეტესწილად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. ამ ფონზე, ოფიციალური მოსკოვის და დასავლური სამყაროს მზარდი დაპირისპირების პროცესში კიდევ უფრო ახალი რეალობის, გამოწვევების წინაშე დავდექით, რაც თავისთავად გავლენას ახდებს უსაფრთხოების გარემოზე“,-განაცხადა ჯანელიძემ

news
ავტ.: news აპრილი 8, 2015 15:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics