,,მას ხელსახოცის გაყიდვა უნდოდა…,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 22, 2015 01:50

,,მას ხელსახოცის გაყიდვა უნდოდა…,,

მნიშვნელოვანი

  • მას შემდეგ, რაც 2012 წელს სირიაში შიდა ომი დაიწყო, თურქეთი გახლდათ ის ქვეყანა, რომელსაც სირიიდან ყველაზე მეტი ლთოლვილის მიღება მოუწია და ყველაზე მეტად დააწვა ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები...

სხვა სტატიები

SURIELI-2,,ის ღია კაფეში მჯდომებს მიუახლოვდა, რომლებიც საჭმელს მიირთმევდნენ და თავის ენაზე ხელსახოცის ყიდვა სთხოვა… ამ დროს კაფეს შენობიდან მეპატრონე გამოვარდა და მას ცემა დაუწყო… მიწაზე დააგდო და წიხლებით სცემა… იქვე მყოფები ჩაერივნენ საქმეში… კაფეს მეპატრონე დააშოშმინეს… ბავშვს კი დახმარება შესთავაზეს… თუმცა ის ახლოს არავის გაეკერა… შეშინებული იცილებდა ყველას რადგან მათი ნათქვამის აზრი არ ესმოდა… ცხვირზე სიხლი მოსდიოდა და ტირილით გარბოდა,, ეს გახლავთ ნაწყვეტი გამოცემა ,,სი-ენ-ენ თურქის,, სტატიიდან, რომელშიც მოთხრობილია სირიელი ლტოლვილი ბავშვის მიმართ თურქეთის ქალაქ იზმირში განხორციელებული ძალადობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს სირიაში შიდა ომი დაიწყო, თურქეთი გახლდათ ის ქვეყანა, რომელსაც სირიიდან ყველაზე მეტი ლტოლვილის მიღება მოუწია და ყველაზე მეტად დააწვა ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები… თურქეთის, როგორც ლტოლვილთა ბანაკებში, ასევე ქალაქებსა და სოფლებში, ამჟამად მილიონობით სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებსაც მიუხედავად ამ ქვეყნის მიერ გამოჩენილი ყურადღებისა, არალეგალური, ნაკლებად ანაზღაურებადი მძიმე შრომის ფასად უწევთ თავის რჩენა… ლტოლვილთა შორის მრავლად არიან მათხოვრები და მათხოვრებს შორის ბავშვები…

თურქეთში და ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში, ქაღალდის ხელსახოცის გაყიდვა მათხოვრობის გავრცელებული ფორმაა… როდესაც ვიმე ქუჩაში ხელსახოცს ჰყიდის, ის მას რეალურ ფასთან შედარებით 2-3 ჯერ ძვირს აფასებს… მყიდველმა კი იცის, რომ ფასთაშორის სხვაობა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის დასახმარებლად გაწეული ხარჯია… დახმარების მსურველები ხშირად ისე უხდიან გაჭირვებულებს ხელსახოცის საფასურს, რომ თავად ხელსახოცს არც გამოართმევენ.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 22, 2015 01:50