“მას შემდეგ, რაც სააკაშვილი წავიდა, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები კარგად თანამშრომლობენ”

news
: news იანვარი 23, 2015 15:12

“მას შემდეგ, რაც სააკაშვილი წავიდა, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები კარგად თანამშრომლობენ”

“მას შემდეგ, რაც სააკაშვილი წავიდა, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები კარგად თანამშრომლობენ,”- ეს განცხადება გრიგორი კარასინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის სათათბირო ორგანომ დეფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

“უკვე არაერთხელ ითქვა, რომ 24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება იმ ისტორიული ხელშეკრულებების განვითარებაა, რომელსაც ხელი მოეწერა 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. შეიქმნა ახალი რეალობა, რომელიც, თავისთავად, საქართველოს წინა ხელისუფლებამ მწვავედ აღიქვა და დღემდე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის მტკივნეულ წერტილს წარმოადგენს,”- აცხადებს კარასინი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ 6 წლის თავზე აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საერთაშორისო საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრა. ხოლო რეგიონში ახალი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა.

“უნდა ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვრებზე შედარებითი სიმშვიდეა. საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და რუსი მესაზღვრეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ატმოსფერო გაცილებით უფრო ჯანსაღია მას შემდეგ, რაც ბატონი სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან წავიდა,”- ამბობს კარასინი და დასძენს, რომ “ქართული პოლიტიკური ელიტა უნდა მიეჩვიოს, რომ არსებობს ახალი პოლიტიკური რეალობები, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწიონ.”

news
: news იანვარი 23, 2015 15:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,973
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics