მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება (ფოტო)

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 14:36

მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება (ფოტო)

წელს მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა გრანდიოზულად აღინიშნება. დავით აღმაშენებლის ამღრზდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.

ჭყონდიდობის დღესასწაულის აღნიშვნა საზეიმო წირვით საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყო, რის შემდეგაც წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართა. მოგვიანებით კი ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერწერული ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენები გაიმართა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზებსა და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც, პოეზიის დღე მოეწყო მარტვილის ცენტრალური ბიბლიოთეკის ეზოში, მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართება.

წელს ჭყონდიდობაზე კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეებიც მოეწყო, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლია.  14:00 საათზე კი მარტვილის საპატიო მოქალაქეების დასახელების ცერემონიალი გაიმართა. ჭყონდიდობა მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება სპორტული ღონისძიებებითაც, მოეწყობა შეჯიბრი ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.

ადგილობრივი ხელისუფლება მარტვილელებს ჭყონდიდობის აღსანიშნავად გრანდიოზულ კონცერტსაც სთავაზობს, რომელიც მარტვილის ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ. ჭყონდიდობის აღნიშვნა მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ჭყონდიდობის დღესასწაულს მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნატორი, სასულიერო პირები, სხვადსახვა მუნიციპალიტეტბის გამგებლები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებიან.

11 12 14

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 14:36