მარტვილში მამაკაცმა ბანკის ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 20:33

მარტვილში მამაკაცმა ბანკის ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო

მნიშვნელოვანი

  • მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, 45 წლის როლანდ გადელიამ, გადაუხდელი ბანკის ვალების გამო, თავი ჩამოიხრჩო.

სხვა სტატიები

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში, 45 წლის როლანდ გადელიამ, გადაუხდელი ბანკის ვალების გამო, თავი ჩამოიხრჩო.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გადელიამ თვითმკვლელობით სიცოცხლე საკუთარ სახლში დაასრულა. იმისთვის, რომ სახლში მარტო ყოფილიყო მიზეზი მოძებნა და მეუღლეს გარეთ გასვლა სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ გადელიას არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. მან 4-ჯერ დაწერა განცხადება სოციალური დახმარების მიღებაზე, თუმცა 4-ჯერვე უარი მიიღო.
მას მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
“თაიმერი“ მარტვილის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს დაუკავშირდა. როგორც იზა ოდიშარიამ განგვიმარტა გადელიამ სოც სამსახურს დახმარების თხოვნით სულ ოთხჯერ მიმართა. მათ შორის 2008, 2009 და 2011 წლებში. ბოლოს კი 2013 წელს. თუმცა მისი სოციალური ქულა ფულად დახმარებას არ ითვალისწინებდა.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 20:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics