მარინე დარახველიძე: კონკრეტული ღონისძიებები, როგორ უნდა მოხდეს სელექციური აბორტების აკრძალვა ჩვენ არ გაგვაჩნია

news
ავტ.: news იანვარი 27, 2015 12:40

მარინე დარახველიძე: კონკრეტული ღონისძიებები, როგორ უნდა მოხდეს სელექციური აბორტების აკრძალვა ჩვენ არ გაგვაჩნია

მნიშვნელოვანი

  • ნაადრევი და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრა, სელექტიურ აბორტთან ბრძოლა, კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის სერვისის არსებობა – ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებისკენ საქართველოს მთავრობას გაერომ მოუწოდა.

სხვა სტატიები

ნაადრევი და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრა, სელექტიურ აბორტთან ბრძოლა, კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის სერვისის არსებობა – ეს ის საკითხებია, რომელთა მოგვარებისკენ საქართველოს მთავრობას გაერომ მოუწოდა.  შესაბამისი რეკომენდაციები გაეროს “ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის წინააღმდეგ მომუშავე“ კომიტეტის (CEDAW) რიგით 58–ე სესიაზე დაიდო.  საქართველოს მთავრობას 4წელი აქვს დასახელებული  პრობლემების მოსაგვარებლად. ჯანდაცვის სამინისტოში ამბობენ, რომ რეკომენდაციების შესრულებისთვის რიგი ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. უფრო კონკრეტულად კი რა გაკეთდა და რის გაკეთება იგეგმება–სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მარინე დარახველიძის ინტერვიუდან შეიტყობთ:

  • სელექტიური აბორტი ანუ ახალშობილთა სქესის ხელოვნურად მართვის პრობლემაა. სხვადასხვა სახის კვლევები გვიჩნებენ, რომ საქართველოში სელექტიური აბორტების მაჩვენებელი მაღალია – რით ცდილობს აღნიშნული საკითხის დარეგულირებას და პრობლემის აღმოფხვრას ჯანდაცვის სამინისტრო?
  • ზოგადად სელექტიური აბორტების შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს. ანუ ზუსტად, რომ ეს არის სელექტიული აბორიტი ვერ ვიტყვით. არ ხდება აღრიცხვაც. ეს დაფუძნებულია ჩვენს ვარაუდებსა და დემოგრაფიული მონაცემებზე.  ზოგადად, მსოფლიოში არსებობს დემოგრაფიული სტატისტიკა – რა თანაფარდობით უნდა იბადებოდნენ მამრობითი და მდედრობითი სქესის ახალშობილები. როდესაც თანაფარდობა დარღვეულია ეს მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს არაბუნებრივ პროცესებთან. დასკვნებს ვაკეთებთ საზოგადოებრივი აზრის შეჯერებითაც. აღნიშნულ პრობლემის მოსაგვარებლად  შემოვიღეთ მინისტრის ბრძანება სადაც გაკეთდა დეკლარაციული ტიპის ჩანაწერი – „აკრძალულია სქესის შერჩევის მიზნით აბორიტის გაკეთება“.
  • ქალბატონო მარინე რამდენად ეფექტურად მუშაობს აღნიშნული ჩანაწერი?
  • კონკრეტული ღონისძიებები, როგორ უნდა მოხდეს სელექციური აბორტების აკრძალვა ჩვენ არ გაგვაჩნია. იმიტომ რომ ძალიან რთულია კონტროლის მექანიზმი და მრავლად მოიპოვება გვერდის აქცევის გზები. ვფიქრობთ კიდევ კარგად არის დასაფიქრებელი და გასააზრებელი კონკრეტული ღონისძებები და შემდეგ უნდა მიეცეს ნორმატიული აქტის სახე. ამაზე არაერთხელ ყოფილა მსჯელობა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე. ამ ეტაპზე ვარჩიეთ გავაგრძელოთ მუშაობა და კარგად ჩამოყალიბებული გათვლილი პოზიციის შემდეგად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება რათა უკუშედეგი არ მივიღოთ,   იმთავითვე მკვდრადშობილი ნორმატიული დოკუმენტი  არ გამოვცეთ. ზოგადად ამ ეტაპზე გავაკეთეთ ჩანაწერი, რომ სამინისტრო კრძალავს სელექტიურ აბორტებს. რა საკვირველია ეს არ არის საკმარისი თუმცა ჩვენი პოზიცია გამოხატულია.

CEDAW კომიტეტის რეკომენდაციაში ხაზგასმულია თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის საკითხი. ბევრ ქვეყანაში კონტრაცეფტიული საშუალებები სადაზღვეო პაკეტშიც კი შედის და მომხმარებელს უფასოდ გადაეცემა. რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში?

  • ჩვენ ამ ეტაპზე სადაზღვეო პროგრამა არ გვაქვს. საყოველთაო ჯანდაცვა ეს არ არის სადაზღვევო პროგრამა – ეს სახელმწიფო პროგრამაა. კონტრაცეფტივები პენსიონრებს მერწმუნეთ არ სჭირდებათ. რაც შეეხება ვეტერანებს მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს პოტენციური მომხმარებელი. სამუშაო სხვა მიმართულებით არის ჩასატრებელი.  ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და მათი საყოფაცხოვრებო ჩვევები კონტრაცეპტივების გამოყენებასთან არის უფრო ასამაღლებელი. ვიდრე საბაზისო პაკეტში მათი ჩადება. გარდა ამისა „ჯი–ეს–აი“  გეგმავს მომდევნო ხუთი წლის მანძილზე გარკვეული უზრუნველყოფა გააკეთოს. ეს მნიშნელოვნად დაეხმარება მოსახლეობას. ამის შემდეგ საზოგადოების მოთხოვნები უკვე იმდენად უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონტრაცეპტივებით თვითუზრუნველყოფა უნდა შეძლონ.  ყოფით ჩვევაში უნდა გადავიდეს ამ საშუალებების გამოყენება.  საწინააღმდეგო შემთხვევაში მიცემული პრეპარატი  დაძველდება უჯრაში და ეს იქნება სახელმიწიფოს მხრიდან დანაკარგი.
  • ოჯახის დაგეგმვის სერვის ცენტრებზე რას გვეტყვით? ხედავს თუ არა სამინისტრო თავის როლს ამ სერვისის განვითარებაში?
  • ოჯახის დაგეგმვა ეს არ არის საჯარო მოხელის პრეროგატივა. ეს არის ექიმ–სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კონსულტაცია შეიძლება გასწიოს როგორც ექიმ– რეპროდუქტოლოგმა ასევე მეან–გინეკოლოგმა. განკერძოებული კერძო სამედიცინო დაწესებულებების ფარგლებში ძალიან რთულია რომელიმე  დაწესებულებას მიუთითო რა სერვისი უნდა გააჩნდეს. სახელწმიფოს მიზნად აქვს დასახული მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში გამოისყიდოს ინვესტორებისგან სამედიცინო პუნქტები. ბევრ შემთხვევაში ინვესტორებმა არ ჩათვალეს ამა თუ იმ სექტორის განვითარება რადგან არ მიიჩნიეს მომგებიანად. სამწუხაროდ მათ შორის მოხვდა სამეანო კაბინეტებიც. მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა დარჩა მხოლოდ თანხის გადარიცხვის პროცესი. ეს ეხება ცაგერს, ონს მესტიას ამბროლაურსა და ლენტეხს. ახლო მომავალში კი დაემატება  სამედიცინო დაწესებლებები წალკაში, ბაკურიანში, თეთრიწყარშო, თიანეთსა და ყაზბეგში.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველადი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლია სოფლის ექიმი. ეს რგოლი უნდა გაძლიერდეს. სწორედ სოფლის ექიმები შეგვიძლია გამოვიყენოთ ოჯახის დაგეგმვის სერვისის მიწოდებისას.  ვფიქრობ ამ გზით უნდა წავიდეთ და არა სპეციფიური სერვისების გახსნის გზით.
  • რეკომენდაციაშიც წერია რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოფლის ექიმების გადამზადება და მათთვის თანამედროვე კონტრაცეპტიულ საშუალებებზე ინფორმაციის მიწოდება….
  • გაეროს მოსახლეობის ფონდმა პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა ტრენინგები. ექიმები და ექთნებიც კი მოიცვა ამ პროექტმა. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. პროცესი პერმანენტული უნდა იყოს და ჩვენ თვითდამშვიდების საშალებას არ გვაძლევს. სტატისტიკური მონაცემებით ძალიან დაბალია კონტრაცეფტიული საშუალებების მომხმარებელთა რიცხვი – 20–30%. ეს ნიშნავს იმას რომ სამუშაო მეტი დოზითაა  ჩასატარებელი. ვფიქრობ რომ უწყვეტი სამეციდიცინო განათლების პროგრამები უნდა იყოს გაკეთებული და სასურველია სხვა დონორების ჩართულობაც.
  • რეკომენდაციების შესასრულებლად 4 წელია მოცემული. როგორ ფიქრობთ 4 წლის თავზე სიდოუს წინაშე რა ანგარიშით წარსდგება საქართველო? შექმნილია უწყებათშორისი საბჭო ან კომისია?
  • საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან. არაერთი საკითხი ყოფილა ჩვენს მიერ ინიცირებული და მათ მიერ განხილული. ან პირიქით მათ მიერ ინიცირებული და ჩვენ ჩავრთულვართ საბოლოო პროდუქტის მისაღებად. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთანაც.
  • რეკომენდაციაში არ არის ნახსენები თუმცა განხილვის საგანია აბორტის მოსაფიქრებელი ვადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით აბორტის დროს მოსაფიქრებელი ვადა  საერთოდ არ არის საჭირო. საქართველოში კი სამ დღიანი ვადა გაიზარდა და 5დღეს შეადგენს.  რით არის ეს გადაწყვეტილება განპირობებული?

–  ჩვენ გვინდა პროცესის ფორმალიზებას ხელი შევუშალოთ. მე პირადად მრავალ კლინიკაში მინახავს ის სამი დღეც როგორ არ გამოუყენებია ექიმს. და საერთოდ არანაირი ფორმალური შეთავაზებაც არ ყოფილა პაციენტისთვის. მიღებულ ბრძანებაში გავითვალისწინეთ კონსულტაციის წესი ანუ რა უნდა გააკეთოს ექიმმა აუცილებლად, იმისათვის რომ მან შინაარსობრივად დატვირთოს აღნიშნული ხუთი დღე და როგორ უნდა სწორად მართოს ეს პერიოდი,  რომ მან თავისი ჭეშმარიტი, ექიმის დანიშნულება შეასრულოს. ჩვენ ასევე ჩავდევით ბრძანებაში სამ დღიანი ვადა  თუ ორსულობა იმ კონდიციამდეა მისული რომ შესაძლოა 12 კვირაზე მეტი ვადა დააფიქსიროს – 5 დღიანმა პერიოდმა. სამედიცინო ჩვენებით 12 კვირაზე ზემოთ ხელოვნური აბორტის გაკეთება აკრძალულია. ეს არღვევს კანონს და სახიფათოა ქალის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება სერვისების ხელმისაწვდომობას უკვე ვთქვი რომ ვგეგმავთ კლინიკების გამოსყიდვას და გარკვეული სერვისების შენარჩუნებას. ეს გეოგრაფიულად ხელმისაწვდომს გახდის ბევრ სერვისს. ჩვენ ვზრუნავთ კვალიფიცური კადრების არსებობაზეც. სახელმწიფომ თავს იდო რეზიდენტურის დაფინანსება. სახელმწიფოს მიერ დაფინასებული კადრები კი სწავლის დასრულების შემდეგ ვალდებულნი იქნებიან–  ჩვენ მიერ შერჩეულ რაიონში,  მინიმუმ სამი წელი იმუშაონ. ასეთი კომპლექსური მიდგომით: ერთის მხრივ გეოგრაფიულად ხელმისაწვდომს გავხდით  სერვისებს და მეორე მხრივ ექიმები გვეყოლება მაღალკვალიფიციური. ნებისმიერი ქალი არჩევანში თავისუფალია და თუ ის გადაწყვეტს აბორტის გაკეთებას მას ექნება საშუალება გეოგრაფიულად ხელმისწავდომ ადგილზე მაღალკვალიფიციური ექიმებისგან მიიღოს მომსახურება.

  • და ბოლოს ქალბატონო მარინე შესაძლებელია თუ არა მომზადდეს ერთი კანონი რომელიც მთლიანად დაარეგულირებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს?
  • ეს არ არის სიახლეა. გარკველი წლების წინაც იყო ამ თემაზე საუბარი და მუშავდებოდა ანალოგიური სახით. თუმცა დღეს თემა შეჩერებულია. კანონის შესაძლო შემადგენელი კომპონენტები გაბნეულია არსებულ კანონმდებლობაში. ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა ასეთი კანონი თუ იარსებებდა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე  – ვნახოთ როგორი შედეგი იქნება.

მომზადებულია ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ

 

news
ავტ.: news იანვარი 27, 2015 12:40

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics