„მარიამ კოჩალიძის საქმეზე პროკურატურა თეირანის პოლიციასთან და ინტერპოლთან მუდმივ კონტაქტზეა“

news
ავტ.: news იანვარი 20, 2015 22:51

„მარიამ კოჩალიძის საქმეზე პროკურატურა თეირანის პოლიციასთან და ინტერპოლთან მუდმივ კონტაქტზეა“

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სასიხარულო ფაქტია, რომ დაკავებულია ის პირი, რომელმაც მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტი ჩაიდინა.

„მოცემული პირი არ არის ეჭვმიტანილი. ის არის დამნაშავედ ცნობილი. ქართული სასამართლოს მიერ 2013 წლის დეკემბერში დადგენილია, რომ მან განზრახი მკვლელობა ჩაიდინა. განაჩენი დამდგარია ქართული სასამართლოს მიერ და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა. ჩვენთვის და ასევე ოჯახისთვის სასიხარულო ფაქტია, რომ ამ პიროვნების დაკავება მოხდა ირანში. როგორც ჩანს, ფაქტი დადასტურებას საჭიროებს და პროკურატურა თეირანის პოლიციასთან და ინტერპოლთან მუდმივ კონტაქტზეა, რომ ეს ფაქტი დადასტურდეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ ის სავარაუდოდ  არანაკლებ საზარელი დანაშაულის ფაქტზეა დაკავებული. თუ ეს ასე იქნა, მაშინ ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით იქაურ განაჩენს დაველოდოთ, რომ შემდეგ გადაწყდეს ეს ადამიანი ორივე დანაშაულისთვის სასჯელს ირანში მოიხდის თუ საქართველოში“, – განუცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედს“.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ირანული მედიის ცნობით, 12 იანვარს ირანის სამართალდამცველებმა მოჰამადამინ როოინთანი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გომიშანის ოლქში დააკავეს. ის კოჩალიძის გარდა 8 წლის ირანელი ბიჭის მკვლელობაშიც არის ეჭვმიტანილი. სწორედ ამ დანაშაულის გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ ის საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის ინტერპოლით იძებნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 22 ივლისს ბათუმის ახალ ბულვართან 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი იპოვეს. საქმე შსს-მ გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ირანის მოქალაქემ, ქვეყნიდან გაქცევა შეძლო. ის ინტერპოლის მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში იძებნებოდა.
news
ავტ.: news იანვარი 20, 2015 22:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics