მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ირანელი მოქალაქე დააკავეს

news
: news იანვარი 20, 2015 21:27

მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ირანელი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ირანელი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ირანულ ინტერნეტ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული ირანელმა სამართალდამცველებმა 12 იანვარს დააკავეს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ეჭვიმტანილია ასევე 8 წლის ირანელი ბავშვის მკვლელობაში.
მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარის ბოლოს 2013 წლის 23 ივლისს მოკლული იპოვეს. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიებისას დადგინდა სავარაუდო მკვლელის ვინაობა და ის არის 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანი.

news
: news იანვარი 20, 2015 21:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,754
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics