მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება

news
ავტ.: news თებერვალი 14, 2015 15:48

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ხვდება

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად წარდგენილ პირებს ხდება. შეხვედრას არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ შეთავაზებული 27 ადამიანი ესწრება.

სხვა სტატიები

margvelaპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად წარდგენილ პირებს ხდება. შეხვედრას არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ შეთავაზებული 27 ადამიანი ესწრება.

შეხვედრის დაწყებისას პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატებსა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც სასამართლო სისტემა დგას.

„სასამართლო სისტემის სტაბილურობა და ნდობა სასამართლოს სისტემის მიმართ, რეალურად, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტიაა. პოლიტიკოსები, ბუნებრივია, ყოველთვის ვართ დამოკიდებული მიმდინარე პროცესებზე, საზოგადოებრივ აზრზე. მაგრამ ის, რაც ამ ძალიან ცვალებად გარემოებებს ხშირად ასტაბილურებს, რეალურად არის სასამართლო ხელისუფლება და ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა,” – განაცხადა მარგველშვილმა.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეოს შესარჩევ კრიტერიუმებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უმრავლესობის დაპირისპირების საბაბი გახდა, პრეზიდენტი ამბობს, რომ “იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული თქვენგანი დარეგისტრირებული იქნა, კითხვა მოხსნილი უნდა ყოფილიყო და ვფიქრობ, დღეს ის უკვე მოხსნილია“.

შეხვედრაზე მისული კანდიდატები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მთავარი ამოცანა სასამართლოს დამოუკიდებლობის და იმის შენარჩუნებაა, რაც აქამდე იქნა მიღწეული.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება და პრეზიდენტმა კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად ამ დრომდე უნდა წარუდგინოს

news
ავტ.: news თებერვალი 14, 2015 15:48

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics