“მარგველაშვილის პოლიტიკური “ფლირტი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საყმაწვილო ასაკიდან “ვერ გამოსულ” პიროვნებას მაგონებს” – ჯუმბერ კირვალიძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2015 20:46

“მარგველაშვილის პოლიტიკური “ფლირტი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საყმაწვილო ასაკიდან “ვერ გამოსულ” პიროვნებას მაგონებს” – ჯუმბერ კირვალიძე

ჯუმბერ კირვალიძემარგველაშვილის პოლიტიკური “ფლირტი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საყმაწვილო ასაკიდან ვერ გამოსული პიროვნებისთვისაა დამახასიათებელი! დიახ, სანამ კიდევ დრო არის, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა “კარგად გაიხსენოს” ის დღეები, კვირეები და თვეები, რაც უძღოდა მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას! წინააღმდეგ შემთხვევაში, მან, როგორი “პოლიტიკური მანევრიც” არ უნდა გააკეთოს, იგი ვერ შეძლებს ღარიბაშვილი–ივანიშვილის პოლიტიკური ტანდემის დამარცხებას, პირიქით, მარგველაშვილის შანსი, რომ იგი ვიხილოთ საპრეზიდენტო მეორე ვადაზე გამრჯვებულის გვირგვინით შემკული, უკაცრავად და, – ნულის ტოლია-აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიზე

სულ სხვა პერსპექტივა ექნება მარგველაშვილს, თუკი, პოლიტიკურად და მორალურად “დაბრუნდება იმ საწყის პოზიციაზე”, რომელზეც იყო მანამ, სანამ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებდა. ამ შემთხვევაში, მარგველაშვილის პოლიტიკურ კარიერას ღარიბაშვილ–ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მომავალი ელოდება–მიიჩენევს კირვალიძე და აქვე აცხადებს, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას მარგველაშვილმა გახლავთ ის, რომ მან უნდა შეასრულოს პრეზიდენტად არჩევამდე ნათქვამი სიტყვა (რომ, არ შევიდოდა ავლაბრის სასახლეში!) და დატოვოს ნასააკაშვილისეული ავლაბრის სასახლე, მითუმეტეს, რომ ახალი საპრეზიდენტო რეზიდენცია ათონელის ქუჩა #25 – ში, უკვე მზადაა მის მისაღებად!.. მხოლოდ ამ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მთელი მთავრობა გარანტირებულად დაესწრება პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას საქართველოს პარლამენტში და აქედან მოყოლებული, ყველანაირი მცირე თუ მსხვილი “გაუგებრობები” სახელისუფლებო შტოებს შორის, “წარსულს ჩაბარდება”!.. იფიქრეთ, ბატონო მარგველაშვილო, ქვეყნის პრეზიდენტს ყველაზე მეტი ფიქრი სჭირდება–მიიჩნევს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2015 20:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics