მარადონა – 2 დღეში 3 სკანდალი (ვიდეო)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 11, 2015 23:24

მარადონა – 2 დღეში 3 სკანდალი (ვიდეო)

მნიშვნელოვანი

  • გასული 2 დღის მანძილზე ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 3-ჯერ მოხვდა მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში და სამივეჯერ სკანდალურად...

სხვა სტატიები

გასული 2 დღის მანძილზე ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 3-ჯერ მოხვდა მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში და სამივეჯერ სკანდალურად…

პირველი: მარადონამ ღია ტექსტით გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი რომელმაც ამ პოსტზე მეხუთედ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა… მარადონამ მას კორუმპირებული უწოდა… ,,ამ ადამიანს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს ფეხბურთში, როცა ერთხელაც არ დაურტყამს ბურთისთვის ფეხი,, განაცხადა მარადონამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ფიფას პრეზიდენტობის უკეთესი შანსი იორდანელ პრინცს ალი ბინ ჰუსეინს აქვს.

მეორე: მან ,,მანჩესტერ იუნაიტედის,, მთავარ მწვრთნელს ლუი ვან გალს, კოლუმბიელი ფეხბურთელის რადამელ ფალკაოს მიმართ გამოჩენილი ნაკლები ყურადღების გამო ,,ეშმაკი,, უწოდა..
,,ვან გალი არასასიამოვნო კაცია… ის ყველაზე მეტად ეშმაკს ჰქავს. ფალკაოს ტრამვა ჰქონდა და მისი სათამაშო დრო ძალიან შემცირდა… თან მას ინგლისში გადასვლის შემდეგ იქაურობის შეგუება მოუწია,, განაცხდა მარადონამ.

მესამე: კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართული ,,მშვიდობის მატჩის,, შემდეგ, რომელიც ხელისუფლებასა და რევოლუციურ ძალებს შორის მშვიდობის დამყარებას მიეძღვნა, მაყურებლების მისასალმებლად მიმავალ მარადონას გზად სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის უნიფორმიანი თანამშრომელი გადაეღობა, რამაც მარადონა იქამდე გააღეზიანა, რომ მას მთელი სტადიონის დასანახად წიხლი ჩასცხო…
/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 11, 2015 23:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,647
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics