„მან ფაქტობრივად აღიარა რომ არაჯეროვნად შეასრულა საქმე” – რევაზ ნოდია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2015 16:47

„მან ფაქტობრივად  აღიარა რომ არაჯეროვნად შეასრულა საქმე” – რევაზ ნოდია

12d5s7ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორის რევაზ ნადოის შეფასებით, ლევან ჩაჩუამ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტობრივად, აღიარა, რომ არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამები სრულფასოვნად არ დაათვალიერა.

„მან ბევრი ილაპარაკა იმაზე, თუ, რა წარმატებულად შეასრულა თავისი მოვალეობები, თუმცა ერთ მარტივ კითხვაზე მან გასცა ისეთი პასუხი, რომელიც მე მიმაჩნია, პრაქტიკულად, აღიარებად. მან პიროვნულად მეტი პრიორიტეტი მიანიჭა ბიომასალის დალუქვას და არა გვამებთან მუშაობას. რაც ასახულია კიდეც ვიდეომასალაზე. ექსპერტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მან უშუალოდ იმუშაოს გვამებთან და გამოიკვლიოს თითოეულის საეჭვო უბანი და დაზიანება,” – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გააკეთა თავად ექსპერტმა. მისმა ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ კი განაცხადა, რომ ლევან ჩაჩუამ ჟვანიასა და იუსუპოვის გვამები ჯეროვნად დაათვალიერა და გამორიცხა სიცოცხლის პერიოდში მიღებული დაზიანებების არსებობა. მისივე დასკვნით, სიკდვილის შემდეგ მიღებული დაზიანება იყო მხოლოდ ტუჩის არეში.

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2015 16:47