“მანდარინების” კიდევ ერთი გამარკვება

news
: news თებერვალი 18, 2015 14:06 განახლებულია

“მანდარინების” კიდევ ერთი გამარკვება

მნიშვნელოვანი

  • „სატელიტური პრიზების“ სახელით ცნობილი ჯილდოების გადაცემის მე-19 ცერემონიალი ლოს ანჯელესში სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ დარბაზში კვირას საღამოს გაიმართა.

სხვა სტატიები

რეჟისორ ზაზა ურუშაზის ფილმმა „მანდარინები“ შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიზს იღებს. საერთაშორისო პრესის აკადემიის („იპა“) დაჯილდოებაზე უცხოური ფილმების კატეგორიაში წარდგენილ 10 საუკეთესო ფილმს შორის გაიმარჯვა.

„სატელიტური პრიზების“ სახელით ცნობილი ჯილდოების გადაცემის მე-19 ცერემონიალი ლოს ანჯელესში სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ დარბაზში კვირას საღამოს გაიმართა.

საერთაშორისო პრესის აკადემია კინოს სამყაროში დაკავებულ ჟურნალისტთა და კრიტიკოსთა გლობალური პროფესიული ასოციაციაა, რომელიც ბეჭდურ, სამაუწყებლო და ციფრულ მედიას მოიცავს. „იპას“ წევრებს შორის 20 ქვეყნის მედიის წარმომადგენლები არიან.

„მანდარინებთან“ ერთად საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში იყო შვიდივე ფილმი, რომლებიც „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარების“ საუკეთესო უცხოური ფილმების ნომინაციაში მოხვდნენ. ესენია: რუსული „ლევიათანი“, პოლონური „იდა“, შვედური „ფორსმაჟორი“, ისრაელის „გეტი: ვივიან ამსალემის სასამართლო“, მავრიტანული „ტიმბუქტუ“ და არგენტინული „ველური ზღაპრები“. მათთან ერთად ნომინაციაში გავიდა კიდევ სამი ფილმი: ძმები დარდენების ბელგიური „ორი დღე, ერთი ღამე“, ბერძნული „პატარა ინგლისი“ და კანადური „დედიკო“.

news
: news თებერვალი 18, 2015 14:06 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics