მანანა კობახიძე: სადებატო პრეზიდენტთან პარლამენტს ნამდვილად არაფერი აქვს

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2015 14:58

მანანა კობახიძე: სადებატო პრეზიდენტთან პარლამენტს ნამდვილად არაფერი აქვს

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ პრეზიდენტთან შევიდეთ დებატებში, რადგან მას დღეს კონსტიტუციით სრულიად სხვა უფლებამოსილებები აქვს, განსხვავებით იმ პრეზიდენტისგან, რომელიც ჰყავდა ქვეყანას 2013 წლამდე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადებატო პრეზიდენტთან პარლამენტს ნამდვილად არაფერი აქვს

სხვა სტატიები

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრასაპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატების გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტს პრეზიდენტთან სადებატო საკითხები არ აქვს.

“ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ პრეზიდენტთან შევიდეთ დებატებში, რადგან მას დღეს კონსტიტუციით სრულიად სხვა უფლებამოსილებები აქვს, განსხვავებით იმ პრეზიდენტისგან, რომელიც ჰყავდა ქვეყანას 2013 წლამდე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადებატო პრეზიდენტთან პარლამენტს ნამდვილად არაფერი აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს, ვიცე სპიკერის თქმით, საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ საკითხს თებერვლის მომდევნო სესიაზე, ანუ მესამე კვირას გეგმავდა.

“ჩვენ ამას მომდევნო სასესიო კვირას ვგეგმავდით. თუ რამე განსხვავებული მიდგომა აქვს პრეზიდენტს, ის გვაცნობებს”, – აღნიშნა კობახიძემ.

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2015 14:58

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics