მანანა კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ“მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს წინაშე, ის თავადაა ხელისუფალი თავის საქმეში, ხოდა პრეზიდენტსაც მართებს ამ ხელისუფლების მიმართ სიფრთხილე! მისი ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული… ერთადერთი, რაც შეიძლება მოვუწოდოთ- მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, იყოს შეუვალი ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და დაუყოვნებლივ ამხილოს ის, ვინც ზეწოლას ცდილობს! მას კანონიც ავალებს ამას და, თუ მოსამართლე საკუთარ უფლებებს ვერ ან არ იცავს, ის ვერც სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს!”–აცხადებს მანანა კობახიძე

ვირუსის ბლოკატორები