მანანა კობახიძე: ვწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის პოზიციების ასეთი თანხვედრაა

news
ავტ.: news ივლისი 31, 2015 15:40

მანანა კობახიძე: ვწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის პოზიციების ასეთი თანხვედრაა

მმართველ კოალიციაში ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გადაკვეთა მოხდა. უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

“ვწუხვარ, რომ ხშირად ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის პოზიციების ასეთი თანხვედრაა,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

პრეზიდენტის მიერ ეროვნულ ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადება უარყოფითად შეაფასა გიორგი ვოლსკიმაც.

“ნაციონალური მოძრაობის ხაზი იკვეთება პრეზიდენტის პოზიციაში,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

news
ავტ.: news ივლისი 31, 2015 15:40

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics