მანანა კობახიძე: დღეს ჩვენ ამ შოუში არ მივიღეთ მონაწილეობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 28, 2015 16:53

მანანა კობახიძე: დღეს ჩვენ ამ შოუში არ მივიღეთ მონაწილეობა

რიგგარეშე სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალაპარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ლარის საკითხი ბოლო ორი დღის განმავლობაში სტაბილურდება და ეკონომიკური პრობლმების გადაჭრა შაბათ დღეს არ უნდა ხდებოდეს. ამის შესახებ ვიცე–სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზები შაბათი დღის სხდომაზე არ განიხილება. ვიცით, რომ მათი მხრიდან შემოთავაზებული 36 პუნქტიანი გეგმა, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის, რამდენი ხანია ტრიალებს და ვიცნობთ ამ გეგმასაც. მთავრობას კი აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დასახული. კონკრეტული ნაბიჯებიც უკვე გადაიდგა და რეალურად ლართან მიმართებაში თუ არის მსგავსი წუხილები, უკვე ვხედავთ, რომ ბოლო ორი დღის განამვლობაში სტაბილურობისკენ მიდის ეს ვითარება. ამიტომ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა და ხელოვნურად მოსახლეობის დაშინება და ისტერიკის დანერგვა, სამწუხაროდ ,,ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში შედის. ჩვენ არ გვინდა ამ ყველაფერს ავყვეთ. ამიტომ დღეს ჩვენ ამ შოუში არ მივიღეთ მონაწილეობა”-განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 28, 2015 16:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics