მანანა კობახიძე:”პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 17:47

მანანა კობახიძე:”პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავპარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ფეისბუქში“ წერს:

„უმძიმესი კადრები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, საქართველოს პარლამენტის შენობაში, დახურულ ფორმატში აჩვენეს დეპუტატებს. მე ვერ შევძელი ყურება და დავტოვე დარბაზი…

ვერც ახლა ვუყურებ! (რამდენჯერ უნდა ჩავარდეს საზოგადოება შოკში ამ კადრების ყურებით და რამდენჯერ უნდა განადგურდეს თავად მსხვერპლი ან მისი ოჯახი?! ) შეიძლება, ჩემგან ეს არ არის სწორი და პოლიტიკოსს ემოციაზე მეტად, ცივი გონება მოეკითხება, მაგრამ ამწუთას ეს არ არის მთავარი! ხომ უდავოა, რომ ეს უბედურება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების მიერ იქნა ჩადენილი, ბუნებრივია, სწორედ ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე.

ერთი რომ, მას ოფიციალური თანამდებობის პირები ახალისებდნენ, ხელს უწყობდნენ, უკვეთავდნენ ან თავად ჩადიოდნენ და მეორე, არავინ იძიებდა მათ და მეტიც, ეს სისასტიკე, შეიძლება მავანთა თანამდებობრივი წახალისების, დაწინაურების, პრემირების საფუძველიც კი იყო! შეცდომა არ მოგვივიდეს, ამ კადრებზე როცა ვსაუბრობთ, პირად ცხოვრებაზე ნუ გადავიტანთ აქცენტს, გაუპატიურება წამების ტოლფასი დანაშაულია, უმძიმესი დანაშაული და სწორედ ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ეს კადრები.

დანაშაულის მამხილებელია ეს კადრები და ფაქტია, რომ ის არსებობს და ის ვერასოდეს წაიშლება, ვერ განადგურდება, რაც არ უნდა მოვინდომოთ! ასეთი კადრები არასოდეს ქრება უკვალოდ, როგორც ფაშიზმის დანაშაულის კადრებს ვერავინ წაშლის, აი ზუსტად ისე! მესმის, რომ დაზარალებულების უფლება და მათი ინტერესები უნდა იყოს დაცული, მათი ვინაობა, პერსონალური მონაცემები უნდა იყოს დაფარული, მაგრამ თვითონ ამ დანაშაულის სამხილს ვერ გავაქრობთ, როგორც არ უნდა ვეცადოთ. ეს იგივეა, მსხვერპლს რომ ვეძახოთ, დაივიწყე, ისეთი არაფერი მოგსვლიაო!

ამიტომაც, ვიღაც გამავრცელებელზე, უკრაინაში თუ სხვაგან, კი ნუ გადავიტანთ ძირითადად ყურადღებას, არამედ, თავად შემსრულებლებზე, ამ დანაშაულის მოქმედ “გმირებზე” და მათ ხელშემწყობებზე ვიმსჯელოთ. იმედი მაქვს, რომ ის არაკაცები, ვინც ეს უშუალოდ ჩაიდინა, ციხეში სხედან!!!

და სწორედ პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას, სათანადოდ აგებინეს თუ არა პასუხი დამნაშავეებს…. ახლა კი მთავარი, იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ამ მახინჯ, დანაშაულებრივ სისტემას ქმნიდა, ვინც ღირსების აყრას ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მთავარ ინსტრუმენტად იყენებდა, მწამებლებს ხელს აფარებდა და ა.შ რა პოლიტიკური აწმყო ან მომავალი უნდა ქონდეს?!

აწმყო, ხომ სავალალოა – ისინი პარლამენტში სხედან და კიდევ ბედავენ ამომრჩევლის სახელით საუბარს! აი, როგორი მომავალი ექნება მათ და რაც მთავარია, ჩვენს ქვეყანას, ეს ისევ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს! ისევ ხალხი, საზოგადოება თავისი ხმებით უნდა მოერიოს ამ დანაშაულებრივ მოძრაობას, სხვა ყველა და ყველაფერი უძლური იქნება ამ ბოროტებასთან ბრძოლაში. “ქართული ოცნება” კი არა, სრულიად ქართველი ხალხი, ჯანსაღი და გონიერი ქართველი ხალხი უნდა მოერიოს იმ უბედურებას, რასაც ქართული ნაციზმი თუ მიშიზმი ქვია“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 17:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics