მანანა კობახიძე:”დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2015 00:39

მანანა კობახიძე:”დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა "ძალიან სერიოზულად მომზადებულია". რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა ქვეყნის პირველი პირის მოხსენებას მთავრობა, იმერლიშვილის განმარტებით, სტუმრების მოწვევის საკითხს პარლამენტი წყვეტს, თუმცა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენება "მათთვის საინტერესო უნდა იყოს". "პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი, წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწელიური ანგარიშით მიმდინარე კვირას მიმართავ“უდანაშაულო ფოტოგრაფებს ფოტოების გავრცელება არ აპატიეს, უდანაშაულო ირაკლი ბათიაშვილს რაღაც, გაუგებარი ბრალდება- “ინტელექტუალური დახმარება” წაუყენეს და ციხეში გამოკეტეს, სწორედ გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს…კიდევ ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, ხოდა ახლა მთავარი ის სულ არ არის ვინ და სად გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, მთავარი ამ ადამიანთმოძულეების საუბრის შინაარსია, დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზეზით- ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისევ ჯიჯგნონ, ადამიანების ღირსება გათელონ, ისევ იძალადონ, ქვეყანა საბოლოოდ დაშალონ!

თანაც გამოდიან და უტიფრად აღიარებენ, რომ დიახ, ასეთი გეგმები აქვთ! ხოდა, ველოდები ახლა ყველა ექსპერტს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, პრეზიდენტსაც, უცხოელებსაც-ვისაც ეს არარაობები დასცინიან და “იდიოტებად” მოიხსენიებენ, გამობრძანდით და შეაფასეთ სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გეგმები!!!!! ველოდები დავით ბაქრაძესაც-ამათი ლიდერი ისევ თუ ხართ, ბატონო დავით??? ველოდები პროკურატურას და მათ რეაგირებას! აქვთ თუ არა გარანტია ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცულია კრიმინალებისგან, ბოევიკებისგან, ზონდერებისგან???? ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ერთადერთი, ვისაც არეულობა აწყობს, ეს ნაციონალური მოძრაობაა!!! არავის, არავის მივცემთ ამ ქვეყნის არევის უფლებას, არავის!”–ასე ეხმიანება უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი მანანა კობახიძე უკრაინულ ვებ-გვერდი uareview.in.ua მიხეილ სააკაშვილის მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 30, 2015 00:39