მამუკა კუდავა – ,,ეს ალბათ სკანდალზე მეტია,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 22, 2015 22:43

მამუკა კუდავა – ,,ეს ალბათ სკანდალზე მეტია,,

მნიშვნელოვანი

  • ეს ალბათ სკანდალზე მეტია, ეს პოლიტიკური ახირებებით და ჯიბრით გამოწვეული დანაშაულია, სახელმწიფოს მიერ მისი ვალდებულებების განზრახ არშესრულება

სხვა სტატიები

ეს ალბათ სკანდალზე მეტია, ეს პოლიტიკური ახირებებით და ჯიბრით გამოწვეული დანაშაულია, სახელმწიფოს მიერ მისი ვალდებულებების განზრახ არშესრულება:
N1ფაქტი 1: 2010 წლის ივნისში „ეარბასის“ კომპანიასთან პარიზში ხელი მოეწერა ევროკოპტერის ვერტმფრენების შეძენის კონტრაქტს – ორი ახალი „სუპერ პუმა“, ერთი „ეკიუროი ბ3“ ანუ „ციყვი“ (ფოტო 2 – ჩემთან ერთად) და ერთი ძველი „პუმა“  პერსპექტივაში იგეგმებოდა სულ 6 ვერტმფრენის შეძენა.

N2ფაქტი 2: ამ კონტრაქტის ხელმოწერა ადვილი არ იყო და მთავრობას და პარიზში საელჩოს დაგვჭირდა დიდი ძალისხმევა საფრანგეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა პრეზიდენტ სარკოზისთან 2 წლის განმავლობაში, რასაც თან ახლდა რუსეთის ზეწოლა და შანტაჟი. მოსკოვი იმუქრებოდა ორმხრივი კონტრაქტების გაწყვეტით ფრანგულ კომპანიებთან (http://internet.ge/v3-0/index.php…).

ფაქტი 3: ეს ვერტმფრენები ორმაგი დანიშნულებისაა – როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო. მათ შეუძლიათ ტრანსპორტირება და სამაშველო ოპერაციების წარმოება როგორც მთაში (ევერესტზე დაჯდომაც კი), ისე ზღვაზე (დაშვება წყალზე)

N4ფაქტი 4: ვერტმფრენების შეძენას მაშინ მხარს უჭერდა დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად იმ დროს სამხედრო ექსპერტი და ამჟამად პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი: „ვერტმფრენები ძირითადად გამოყენებული იქნება სამაშველო ღონისძიებების დროს, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიანს საჭირო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალიან ბევრ, არასასიამოვნო ბუნებრივ კატასტროფას. ჩვენ, ამ მიმართულებით გვჭირდება, კიდევ უფრო გაძლიერება. რუსეთის პოზიცია და პროტესტი, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს, გარკვეულწილად უკავშირდება, საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარებას ან შეიარაღებას, მე ვფიქრობ, არის, უბრალოდ, მორიგი ისტერია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი ჩვენი სავაჭრო გარიგება სხვა და სხვა სფეროებში, შეიძლება, რუსეთმა პირდაპირ დააკავშიროს სამხედრო იარაღთან. ამ ლოგიკით, ნებისმიერი ტრანსპორტი, საჭიროების შემთხვევაში, კრიზისების დროს, შეიძლება გამოყენებული იქნეს თავდაცვის მიზნებისთვის“ (http://m.amerikiskhma.com/a/529981.html).

ფაქტი 5: „ოცნების ხელისუფლების“ მოსვლის შემდეგ, ახირების თუ პოლიტიკური დაპირისპირების გამო, პრემიერმა ივანიშვილმა გადაწყვიტა ვერტმფრენების არგამოყენება, მათ შორის სამაშველო ოპერაციებში, და გაყიდვა დააპირა, თანაც უშედეგოდ (http://www.tabula.ge/…/78829-ekonomikis-saministro-2-vertmf…).

N3ფაქტი 6. 21 ივნისს თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი ესტუმრა მარნეულის საავიაციო ბაზას, შემდეგ კი სოციალურ ქსელში აღიარა, რომ ამ ფოტოზე აღნიშნული ძველი „პუმას“ გარდა ბაზაზე ნახა „ცელოფნებში შეხვეული“ გამოუყენებელი „სუპერ პუმა“ (http://www.fmabkhazia.com/…/13939-rac-sheexeba-samashvelo-v…).
N5ფაქტი 7: აღნიშნული ვერტმფრენების სამაშველო ოპერაციებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო 2014 წლის იანვარში არხოტში, წყალში ჩავარდნილი და გაყინული 26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის გადარჩენა, ისევე როგორც 14 ივნისს ვერეს ხეობაში წყალდიდობისას ხალხის ხსნა, როგორც მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში სახურავზე მდგომი ფეხმძიმე ივლიტა მუჯირის და მარიამ ქუთელიასი (http://www.heretifm.com/?p=9987).
დასკვნა მთავრობისთვის: ბუნებრივი კატასტროფისას ხალხის გადარჩენა თქვენი ვალდებულებაა, თუნცაც ეს „მიშას პუმებით“ იყოს აუცილებელი. სინამდვილეში ხომ ეს ვერტმფრენები მიშასი კი არა, ბიუჯეტითაა შეძენილი და ჩვენია – ხალხის.,, წერს საზოგადოება ,,ივერიელის,, დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, მამუკა კუდავა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 22, 2015 22:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics